გიორგი ბოტკოველი – ათი დღის განმავლობაში მოვიარეთ მთელი საქართველო, დავასრულეთ კახეთში – ვისაუბრეთ იმ გამარჯვებაზე, რომელიც გარდაუვალი იქნება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე

ათი დღის განმავლობაში მოვიარეთ მთელი საქართველო. დავასრულეთ კახეთში, სადაც ვისაუბრეთ მიხეილ სააკაშვილზე, მის ჩართულობაზე “ნაციონალური მოძრაობის “ საქმიანობაში, “გამარჯვების კოალიციის” ფარგლებში, ჩვენ სამომავლო გეგმებზე და, რა თქმა უნდა, იმ გამარჯვებაზე, რომელიც გარდაუვალი იქნება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
მისივე თქმით, პარტიის წარმომადგენლებს 10 დღის განმავლობაში შეხვედრები ჰქონდათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობასთან. შეხვედრები დღეს, კახეთში დასრულდა.
„ათი დღის განმავლობაში მთელი საქართველო მოვიარეთ. პირადად ჩემთვის ტკბილი ლუკმა ბოლოსთვის შემოვინახეთ. დღეს ვართ თელავში. დღეს მთელი დღის განმავლობაში ვიყავით კახეთის სხვადასხვა რაიონში, სადაც ვხვდებით ჩვენს თანამებრძოლებს, ადამიანებს, რომლებმაც არაერთი წელი გაატარეს ჩვენთან ერთად ბრძოლაში იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც აღარიბებს არა მხოლოდ კახეთის მოსახლეობას, არამედ მთლიანად საქართველოს მოსახლეობას. ამიტომ, დღეს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე საუბარი, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მის ჩართულობაზე “ნაციონალური მოძრაობის “ საქმიანობაში , “გამარჯვების კოალიციის” ფარგლებში ,ჩვენ სამომავლო გეგმებზე და, რა თქმა უნდა, იმ გამარჯვებაზე, რომელი გამარჯვებაც იქნება გარდაუვალი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ასევე დაგაინტერესებთ