გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ზურაბ აზარაშვილმა, ფაქტობრივად, აღიარა ის, რომ „იმ კორუფციულ ბუდეს მოწყვიტეს, რომელშიც თვითონაც იყო ჩართული“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მდივნის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, ფაქტობრივად, აღიარა ის, რომ „იმ კორუფციულ ბუდეს მოწყვიტეს, რომელშიც თვითონაც იყო ჩართული“.
„რეალურად ივანიშვილის პარტიის მთავრობა წარმოადგენს ერთ დიდ კორუფციულ კლანს, რომელშიც მორიგეობით მოღვაწეობენ ადამიანები. ვიღაცა გამდიდრდება, მერე იმას გვერდზე გაწევენ, მერე ახალ გასამდიდრებელ ადამიანს შემოწევენ, მაგრამ რეალურად რაც ხდება ქვეყანაში, ხელისუფლების ქმედებები ერთი რამისკენ არის მიმართული – გააღარიბონ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რამიშვილის საქმის პროკურორი – როდესაც პირს ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებული აქვს შენახვის უფლებით, დაცულ ადგილას უნდა იყოს შენახული – აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, შემთხვევითობა პრაქტიკულად, გამორიცხულია

პროკურატურა – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და უკანონო რეალიზაციის მომზადების ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა