გიორგი ბილანიშვილი – ჩინეთთან სტრატეგიულ შეთანხმებაში აფხაზეთის და ცხინვალის საკითხი არ ასახულა, ჩინეთმა კარგად იცის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოსკოვის ინტერესებს არ პასუხობს

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების, პოლიტიკის და ნაციონალიზმის კვლევითი ცენტრის მკვლევარს, გიორგი ბილანიშვილს ესაუბრა.
– ბატონო გიორგი, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ გვამცნო, რომ ანაკლიის პორტს ჩინურ-სინგაპურული კომპანია ააშენებს. ამ თემაზე ბევრი ითქვა, განსაკუთრებით იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოზე ჩინური ტვირთები გაივლის და ქვეყანა გამდიდრდება.
ხელისუფლება კი აცხადებს, რომ სწორედ იგი შეიყვანს ქვეყანას ევროკავშირში, მაგრამ, ვხედავთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონის გაუქმებამდე ჩვენ ევროკავშირში არავინ გველოდება. დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ „ჩინეთთან დაახლოებით მეტად ექსტრაორდინარული სიტუაცია მივიღეთ.“
სიტუაციის ექსტრაორდინარულობის მიუხედავად, პროფესიონალმა ეკონომისტებმა სკრუპულოზურად დაიწყეს იმ მოგებების დათვლა, თუ რა მოგებას ნახავს ქვეყანა იმ შემთხვევაში, თუ ანაკლიის პორტი ჩინელებმა ააშენეს.
ჩინეთიდან ტრანზიტის მოგებების თვლაში ისე გავერთეთ, რომ გაეროში დან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილთა დაბრუნების საკითხზე ყოველწლიური კენჭისყრა წამოგვეწია. როგორც გაირკვა, საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორმა ჩინეთმა წელსაც არ დაუჭირა მხარი დევნილთა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაბრუნებას.
მომხდარი, არ გამკვირვებია, რადგან, რამდენიც არ უნდა გვიმტკიცონ, რომ ჩინეთი პოსტსაბჭოთა სივრცეზე საგან დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს, ძნელი დასაჯერებელია, რადგან, -რუსეთის ომში პეკინი მოსკოვს ღიად უჭერს მხარს და რუსეთთან ერთად ცდილობს პოსტსაბჭოთა სივრცეში დასავლეთისა და ამერიკის გავლენის შემცირებას.
თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რომ ჩინეთმა, მას შემდეგ, რაც საქართველოსთან გააფორმა შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, გაეროში მხარი არ დაუჭირა დევნილთა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაბრუნებას?
– შეკითხვის დასმისას თქვენ მართებულად დაასახელეთ ის მნიშვნელოვანი ასპექტები, რომელიც ნათელ წარმოდგენას გვიქმნის ამ ეტაპზე ჩინეთისა და რუსეთის ურთიერთობაზე. მართლაც, რომ არა ჩინეთის სიფრთხილე არ მოხვდეს დასანქცირებული ქვეყნების სიაში, უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი უფრო აქტიურად დაეხმარებოდა რუსეთს უკრაინასთან ომში.
რომ არა ჩინეთის სიფრთხილე არ მოხვდეს დასანქცირებული ქვეყნების სიაში, უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი უფრო აქტიურად დაეხმარებოდა რუსეთს უკრაინასთან ომში
რაც შეეხება დევნილთა აფხაზეთში და ცხინვალი რეგიონში დაბრუნების თაობაზე რეზოლუციას, აქ სიახლე არაფერია, ჩინეთს გასულ წლებშიც არ დაუჭერია გაეროს რეზოლუციისთვის მხარი დევნილთა დაბრუნებაზე. ჩინეთის მიდგომა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ასევე მკაფიოდ გამოჩნდა, გასულ წელს გაფორმებულ ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიულ შეთანხმებაში.
ამ შეთანხმებაში ნათქვამია, რომ „საქართველო მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს“, რითაც დაკმაყოფილებულია ბეიჯინგის ინტერესი, მაგრამ ანალოგიური შინაარსის ჩანაწერი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თაობაზე არ არის.
ჩინეთს გასულ წლებშიც არ დაუჭერია გაეროს რეზოლუციისთვის მხარი დევნილთა დაბრუნებაზე. ჩინეთის მიდგომა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ასევე მკაფიოდ გამოჩნდა, გასულ წელს გაფორმებულ ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიულ შეთანხმებაში
მოდით ახლა მოკლედ განვიხილოთ რაზე მეტყველებს ეს ფაქტი: 1. ქართული მხარე ალბათ შეთანხმებაზე მუშაობისას შეეცდებოდა აფხაზეთზე და ცხინვალის რეგიონზე მკაფიო ჩანაწერი შესულიყო ამ დოკუმენტში, რაც სავარაუდოდ ჩინეთის საწინააღმდეგო პოზიციის გამო არ მოხდა,
· ქართული მხარე ან შეეცადა დაეცვა საკუთარი ინტერესები იმაზე აპელირებით, რომ შეთანხმებაში აისახებოდა „ერთიანი ჩინეთის პრინციპი“, რაც მას აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის თაობაზე ჩანაწერის გაჩენაზე დამატებით არგუმენტს აძლევდა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა ან იმდენად მნიშვნელოვნად მიიჩნია ჩინეთთან სტრატეგიული შეთანხმება, რომ საერთოდ არ გააკეთა ამ საკითხზე აქცენტი,
ქართული მხარე ალბათ შეთანხმებაზე მუშაობისას შეეცდებოდა აფხაზეთზე და ცხინვალის რეგიონზე მკაფიო ჩანაწერი შესულიყო ამ დოკუმენტში, რაც სავარაუდოდ ჩინეთის საწინააღმდეგო პოზიციის გამო არ მოხდა
· ჩინეთისთვის ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პრინციპი ტაივანის საკითხის გამო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ ყველაზე მნიშვნელოვანი არა. ამის მიუხედავად, რადგან ჩინეთთან სტრატეგიულ შეთანხმებაში აფხაზეთის და ცხინვალის საკითხი ამ კუთხით არ ასახულა, ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს – ბეიჯინგი ითვალისწინებს პოსტ-საბჭოთა სივრცეში მოსკოვის პოლიტიკურ ინტერესებს და ამავე დროს, მან კარგად იცის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოსკოვის ინტერესებს არ პასუხობს.
რადგან ჩინეთთან სტრატეგიულ შეთანხმებაში აფხაზეთის და ცხინვალის საკითხი ამ კუთხით არ ასახულა, ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს – ბეიჯინგი ითვალისწინებს პოსტ-საბჭოთა სივრცეში მოსკოვის პოლიტიკურ ინტერესებს და ამავე დროს, მან კარგად იცის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოსკოვის ინტერესებს არ პასუხობს
– მიუხედავად იმისა, რომ მომხდარზე ხელისუფლების რეაქცია გაუგებარი იყო, მაინც ვიკითხავ – გაქვთ იმის მოლოდინი, რომ „შეცდომისა თუ დანაშაულის გამოსწორებას“ ხელისუფლება შეეცდება?
– არა რა თქმა უნდა. ძალიან გულუბრყვილო უნდა ვიყო, რომ ამ ხელისუფლებისგან საქართველოს ინტერესების დაცვას ველოდე, ყველაფერი იმის ფონზე, რასაც იგი მიზანმიმართულად აკეთებს სწორედ საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ.
ეგრეც, რომ არ იყოს და ვიფიქროთ, რომ შეცდომა იქნა დაშვებული საქართველოს მხრიდან ჩინეთთან სტრატეგიული შეთანხმების გაფორმებისას, მისი გამოსწორების შანსები საკმაოდ დაბალია. ჯერ ერთი საქართველო არის მცირე ქვეყანა და მას შესაბამისად მის მიერვე დაშვებული შეცდომების გამოსწორების ნაკლები რესურსი გააჩნია.
შეცდომა იქნა დაშვებული საქართველოს მხრიდან ჩინეთთან სტრატეგიული შეთანხმების გაფორმებისას, მისი გამოსწორების შანსები საკმაოდ დაბალია. ჯერ ერთი საქართველო არის მცირე ქვეყანა და მას შესაბამისად მის მიერვე დაშვებული შეცდომების გამოსწორების ნაკლები რესურსი გააჩნია
მერე მეორე, ამ „ნაკლები რესურსის“ ოპტიმალურად გამოყენებას სჭირდება ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის პროცესის გამართულად და თანმიმდევრულად წარმართვა.
რასაც ჩვენ ვხედავთ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ეს არის უკვე ნახსენები ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესის მოშლა და მთლიანად ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურის დაზიანება.
– შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ საქართველოს გავლით ჩინური ტვირთების ევროპაში მოხვედრის პერსპექტივაზე საუბარიც აშკარად გადაჭარბებულს ჰგავს.
ამის ნათელი მაგალითია ის, რომ სარკინიგზო ტვირთნაკადების მოცულობა ევროპასა და ჩინეთს შორის რუსეთის ტერიტორიის გავლით მნიშვნელოვნად გაზრდილია. ტვირთების გაზრდის გამო ჩინეთსა და ყაზახეთს შორის არსებული სასაზღვრო პუნქტები „ალასანკოუ“ და „ხორგოსი“ ხშირად იჭედება. მეტიც, იმავე ტვირთების დიდი ნაკადის გამო პოლონეთსა და ბელორუსს შორის გამშვებ პუნქტ „მალაჩევიჩეზე“.
თუ ევროპის მიმართულებით ჩინური ტვირთების რუსეთის გავლით გადაზიდვის რეჟიმი შენარჩუნდა, ძნელი სავარაუდოა, რომ ჩინეთს გაუჩნდეს სურვილი ეს ნაკადები საქართველოს მიმართულებით გადაამისამართოს.
ამის თქმის საფუძველს იძლევა ის, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობაში საკმაოდ დიდი ფინანსების სწორედ ჩინეთმა უნდა ჩადოს. თან, არც ისაა გამორიცხული, ანაკლიის პორტისთვის ფინანსების ნაწილი რუსულიც კი იყო.
გასაგებია, რომ ანაკლიის პორტისთვის ტვირთების უდიდესი ნაწილი შესაძლოა, ჩინური იყოს, მაგრამ, ვხედავთ იმასაც, რომ ახლა ყაზახური ტვირთების უდიდესი ნაწილი აზერბაიჯანისა და თურქეთის გავლით ევროპაში საქართველოს გვერდის ავლით მოძრაობენ.
ეს ფაქტები იმის გამო მოვიხმე და გავიხსენე, როცა ანაკლიის პორტზე ვსაუბრობთ, გადაჭარბებულად ხომ არ გამოიყურება ანაკლიის პორტზე საუბრისას ჩინური ტვირთებით დატვირთვის თემა?
ანაკლიის პორტზე ამგვარი მსჯელობა იმთავითვე ხომ არ გამორიცხავს ამ პორტის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას?
– პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ვიზიარებ თქვენს შეფასებას იმის თაობაზე, რომ ანაკლიის პორტის დასატვირთად მხოლოდ ჩინური ტვირთები საკმარისი არ იქნება. ჩემი აზრით, მისი სრულფასოვანი მუშაობისთვის სხვა ქვეყნების ტვირთების მოზიდვაც გახდება საჭირო, რაც არ იქნება მარტივი.
არ არის გამორიცხული, რომ ანაკლიის პორტის გავლით მესამე ქვეყნის „ქუდქვეშ“ რუსული სანქცირებული ტვირთებიც მოხვდეს ევროპის ბაზარზე. ანაკლიის პორტის მშენებლობა, ჩინეთის ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის სრულიად უმნიშვნელო არ არის, მაგრამ ამავე დროს არცთუ მნიშვნელოვანია.
ჩემი აზრით, ჩინეთისთვის უფრო მნიშვნელოვანია მისი პოლიტიკური ყოფნის დაფიქსირება ამ რეგიონში, განსაკუთრებით კი შავ ზღვაზე, რამაც გარკვეული გეოპოლიტიკურ გარემოებების წარმოქმნის შემთხვევაში ასევე შეიძლება შეიძინოს სამხედრო განზომილება.
ჩინეთისთვის უფრო მნიშვნელოვანია მისი პოლიტიკური ყოფნის დაფიქსირება ამ რეგიონში, განსაკუთრებით კი შავ ზღვაზე, რამაც გარკვეული გეოპოლიტიკურ გარემოებების წარმოქმნის შემთხვევაში ასევე შეიძლება შეიძინოს სამხედრო განზომილება
უშუალოდ, იმ ჩინური კომპანიისთვის, რომელიც ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში ამ პორტს ააშენებს ასევე შესაძლოა მნიშვნელოვანია ფინანსური მოგება მშენებლობის პროცესიდან.
ჩინეთის პრაქტიკაში არაერთი მაგალითი შეიძლება მოიძებნოს, როდესაც ესა თუ ის მსხვილი ჩინური კომპანია მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს სახელმწიფოს ფინანსებით, ისე, რომ მას წარმატებულ კომერციულ პროექტად არ განიხილავს, რომელიც დასრულების შემდეგ მას დიდ შემოსავალს მოუტანდა.
– თუ ისევ გაეროში დევნილთა დაბრუნების რეზოლუციას დავუბრუნდებით, უნდა ვთქვათ იმის შესახებ, რომ სომხეთმა პირველად მხარი დაუჭირა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილთა დაბრუნებას.
ცხადია, რომ ეს გახლავთ შედეგი იმისა, რომ ერევანი ცდილობს მოსკოვისაგან დისტანცირებას. ისიც ცხადია, რომ მანამდე ამ საკითხზე სომხეთი რუსეთის პოზიციას იზიარებდა.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ დევნილთა დაბრუნების რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა ირანმა. თეირანის პოზიციაც გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო, რადგან, ირანი პოსტსაბჭოთა სივრცეზე რუსეთის პრეტენზიებს ყოველთვის „გაგებით ეკიდებოდა.“
ასეთ ფონზე სულ უფრო გაუგებარია კვლავ გააქტიურებული საუბრები საჯარო სივრცეში იმაზე, რომ საქართველომ უარი არ უნდა თქვას 3 + 3 -ს ფორმატში მონაწილეობაზე. არადა, ახლა ცხადად ჩანს, რომ 3 + 3 -ის ფორმატი არც ირანის და არც თურქეთის ინიციატივა არ იყო და მასში საქართველოს მონაწილეობა მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია.
ამ თემაზე საუბრები იმის გამოც გააქტიურდა, რომ ბევრი ჩვენი პარტნიორის გასაკვირად პრემიერი ირანის პრეზიდენტის დაკრძალვაზე იმყოფებოდა.
თქვენ როგორ შეაფასებდით ს შეცვლილ პოზიციას დევნილთა დაბრუნების საკითხზე?
– გეთანხმებით იმაში, რომ ერევნის პოზიციის შეცვლა დევნილთა დაბრუნების საკითხზე უკავშირდება მის დისტანცირებას მოსკოვისგან და პირიქით დაახლოებას დასავლეთთან.
ჩვენ სულ უფრო ხშირად ვხედავთ, ამის დამადასტურებელ მოვლენებს იქნება ეს სომხეთის მხრიდან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ეგიდით გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობაზე უარი თუ პირიქით, სომეხი ოფიციალური პირების განცხადებები, რომლებშიც სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციის ინტერესი გამოსჭვივის.
სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ და მხოლოდ ეს ვიცოდეთ, აქედანაც კი მკაფიოდ ჩანს თუ ვინ არის საქართველოს მეგობარი და მტერი.
– რამდენად საფუძვლიანია მტკიცება, რომ ხელისუფლების დღევანდელი საგარეო პოლიტიკა საქართველოს აახლოებს 3 + 3 -ს ფორმატში მონაწილეობას?
– დიახ საფუძვლიანია, რადგან საქართველოს ხელისუფლებას რომც არ სურდეს, თუ ქვეყანა დასავლეთის მიღმა დარჩება, ბუნებრივია, საქართველო აღმოჩნდება ჩართული 3+3 ფორმატში.
საქართველოს ხელისუფლებას რომც არ სურდეს, თუ ქვეყანა დასავლეთის მიღმა დარჩება, ბუნებრივია, საქართველო აღმოჩნდება ჩართული 3+3 ფორმატში
– მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“, ევროკავშირმა ცხადად გვითხრა, ვიდრე ჩვენ ამ კანონს არ გავაუქმებთ, ევროკავშირი საქართველოსთან მოლაპარაკებებს ამ ორგანიზაციაში გაწევრების შესახებ არ დაიწყებს.
-ს კონგრესსა და სენატში, ასევე ბრიუსელში საქართველოსთან დაწყებული მოძრაობები იმაზე მეტყველებს, რომ ამერიკაც და ევროპაც გაკვირვებული ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს.
აშშ-ს სენატში გამართული მოსმენების კომენტირებისას ხელისუფლების წარმომადგენლები ამერიკას პარტნიორობას უწუნებენ. კვლავ საუბრობენ იმაზე, პარტნიორები საქართველოში რევოლუციას უჭერენ მხარს.
არადა, ფაქტია, რომ ევროპულ სტანდარტებთან შეუსაბამო კანონის მიღებით პოლიტიკური პროცესის ქუჩაში გადატანის ინიციატორი თავად ხელისუფლება იყო. თქვენ წინა ინტერვიუში „ინტერპრესნიუსთან“ თქვით – „ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის“.
ეს რომ ასეა, კარგად ჩანს, რადგან „ქართული ოცნების“ საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირში მოკავშირეები აღარ დარჩა, ამერიკელების ეჭვის თვალით დაგვიწყეს ყურება. თუ ხელისუფლებამ ასე გააგრძელა საქმიანობა საგარეო და საშინაო ასპარეზზე, სავარაუდოდ, რა სურათი შეიძლება მივიღოთ?
– სამწუხაროდ, არავითარი თუ აქ არ არსებობს. „ქართული ოცნების“ ეს პოლიტიკა მკაფიოდ გამოიკვეთა 2022 წლიდან, მაშინვე როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ეს შემთხვევით სულაც არ მომხდარა.
სწორედ მას შემდეგ დაიწყო „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის დისკრედიტაცია მითებით იმის თაობაზე, რომ დასავლეთს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს, რევოლუციის და არეულობის მოწყობა უნდა და ა.შ. ყველაფერი ეს კეთდებოდა საზოგადოებრივ აზრზე დასავლეთის საწინააღმდეგო გავლენის მოსახდენად.
თუმცა, უშედეგოდ, რადგან ნებისმიერი გამოკითხვა ადასტურებს, რომ „ქართულო ოცნების“ მიზანმიმართული ანტიდასავლური პროპაგანდის მიუხედავად საქართველოს საზოგადოება სრულიად სამართლიანად საფრთხეს რუსეთში ხედავს ხოლო პერსპექტივას კი დასავლეთში, რომლის ნაწილადაც საკუთარ თავს მიიჩნევს.
რუსული კანონის ამოქმედების შემდეგ ხელისუფლება დაიწყებს ყველა იმ აქტორის „გაქრობას“, რომლებიც საზოგადოებას ობიექტურ ინფორმაციას აწვდის რუსეთის და დასავლეთის თაობაზე. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ხდება საქართველოს დასავლეთიდან ჩამოცილებისა და ამ ქვეყანაში რუსეთის ექსკლუზიური გავლენის აღდგენის მიზნით.
რუსული კანონის ამოქმედების შემდეგ ხელისუფლება დაიწყებს ყველა იმ აქტორის „გაქრობას“, რომლებიც საზოგადოებას ობიექტურ ინფორმაციას აწვდის რუსეთის და დასავლეთის თაობაზე. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ხდება საქართველოს დასავლეთიდან ჩამოცილებისა და ამ ქვეყანაში რუსეთის ექსკლუზიური გავლენის აღდგენის მიზნით
– აშშ-ს სენატში გამართულ განხილვის შემდეგ თუ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს გადავავლებთ თვალს, ცხადად დავინახავთ, რომ ხელისუფლება დასავლელ პარტნიორებს საქართველოში რევოლუციის მომზადებაში და ამ პროცესში არასამთავრობოების გამოყენებაზე საუბრობს.
მეტიც, გრძელდება მტკიცებები, რომ „გლობალური ომის პარტიას“ სურს ქვეყნის ომში ჩართვა, მაგრამ, ხელისუფლების წარმომადგენელთაგან ვერავინ დააზუსტა, თუ ვის გულისხმობენ „გლობალური ომის პარტიაში“.
ვითარებაში, როცა საქართველოს სუვერენიტეტი რეალურად სწორედ აშშ-სა და ევროპის წამყვანი ქვეყნების მხარდაჭერაზე დგას, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მ განაცხადა – „აშშ-სთან ურთიერთობა უნდა გადაიხედოს“.
ძნელი სათქმელია, ამ ხაზს „ქართული ოცნება“ გააგრძელებს თუ არა, თუ კი, როგორ, მაგრამ, ფაქტი შეიძლება ის აღმოჩნდეს, რომ ქვეყანა აღმოჩნდეს მისი სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის მხარდაჭერების გარეშე. ძნელი დასაჯერებელია, რომ ხელისუფლებას ეს არ ესმოდეს. თუ ესმით და მაინც ამას ამბობენ, თქვენი ვარაუდით, ქვეყნისთვის ეს რას შეიძლება ნიშნავდეს?
– სამწუხაროდ, არ არის ძნელი სათქმელი ის, გააგრძელებს თუ არა ხელისუფლება ანტიდასავლურ კურსს. პირიქით მარტივია, რადგან გააგრძელებს. აქ იმაზე აღარ არის საუბარი ესმის თუ არა „ქართულ ოცნებას“ რას საუბრობს და აკეთებს. ეს უკვე აღარ არის მნიშვნელოვანი, რადგან ჩემი აზრით მმართველი პარტია იმდენად არის მოქცეული მოსკოვის მარწუხებში, რომ მას მანევრირების არეალი პრაქტიკულად აღარ გააჩნია.
ამიტომ ჩვენ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ხილულად საქართველოს საზოგადოების ეროვნული ინტერესს უპირისპირდება „ქართული ოცნება,“ მაგრამ რეალურად კი მოსკოვი.
საგანგაშო აქ ისიც არის, რომ მოსკოვს ძალიან დიდი გამოცდილება გააჩნია იმის, თუ როგორ უნდა მილიოს საზოგადოებაში არსებული საპროტესტო მუხტი და შექმნას ისეთი პოლიტიკური დღის წესრიგი რომელიც მის ინტერესებშია.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი