გიორგი ბერიაშვილის ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

გიორგი ბერიაშვილის ქუჩაზე დაგეგმილი მიწისქვეშა სანიაღვრე კოლექტორის სამშენებლო სამუშაოების გამო, 1-ელი დეკემბრიდან ავტომობილების გადაადგილება სამი დღის განმავლობაში შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
ამავე ცნობით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა შეიზღუდება ბერიაშვილის ქუჩაზე, კერძოდ, გიორგი აბაშვილის ქუჩისა და ბერიაშვილის ქუჩის კვეთიდან ბერიაშვილის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე, გიორგი ბერიაშვილის N4-მდე.
შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ გიორგი აბაშვილის, გიორგი აბაშვილის ქუჩისა და მიხეილ გახოკიძის ქუჩის დამაკავშირებელი გზისა და მიხეილ გახოკიძის ქუჩების გამოყენებით.