გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე 4 წელი და 6 თვე მიესაჯა

იორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე 4 წელი და 6 თვე მიესაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო.
4 წელი და 6 თვე მიუსაჯა სასამართლომ შოთა ქარუმიძესაც.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილმა ქვეყანა იქამდე დატოვა, ვიდრე მას „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ს კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიდნენ.
პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა.
რაც შეეხება ქარუმიძეს, მას ბრალდება სსკ-ის 25, 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.