გიორგი ბაჩიაშვილს მტკვარი ჰესის საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად 50 000-იანი გირაო შეეფარდა

სასამართლომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიან გირაოს ითხოვდა, დაცვის მხარე კი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობდა.
გიორგი ბაჩიაშვილმა ფორმულას ეთერში, გუშინ 24 თებერვალს თქვა, რომ მტკვარი ჰესის საკითხზე ბრალი უნდა წაუყენონ.
25 თებერვალს პროკურატურამ მას სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.
შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს უკვე წარდგენილი აქვს ბრალდება ე.წ. ბიტკოინების საქმეზე, რომელშიც “დაზარალებული” ა. ბაჩიაშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული – დიდი ოდენობით სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში იმყოფებოდა, და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის – უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება), რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.