გიორგი ბაჩიაშვილს დაზარალებულების სტატუსი ამ დრომდე არ აქვს – რატომ დუმს პროკურატურა

გიორგი ბაჩიაშვილზე თავდასხმიდან ორი კვირა გავიდა, თუმცა ამ დრომდე მისთვის დაზარალებულების სტატუსი არ მიუნიჭებიათ. ადვოკატის თქმით, ეს მას მისცემდა საშუალებას, საქმის მასალებს გაცნობოდა და გაერკვია, რა ეტაპზეა გამოძიება.
ამასთან, ინტერესების დამცველის თქმით, არც იმას ამბობს, რომელ ციხეში გადაიყვანენ მკუნალობის შემდეგ ბიზნესმენს – იქნება ეს ისევ გლდანის ციხე თუ რუსთავის მე-12 დაწესებულება.
გიორგი კვლავ მოთავსებულია მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ის განაგრძობს მკურნალობას იმ დაზიანებების, რომელიც მიიღო 11 ივლისს. მან გამომძიებელს რამდენიმე დღის წინ მისცა ამომწურავი ჩვენება, გამოიკითხა იმ გარემოებების შესახებ, რაზეც მიუთითებდა საჯარო განცხადებაში, რომელიც გავრცელდა მედიის მეშვეობით. ჩვენს მიერ დაყენებული იქნა მოთხოვნა პროკურატურის წინაშე, რომ დაზარალებულის სტატუსი იქნას მინიჭებული მისთვის, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ წვდომა გვქონდეს საქმის მასალებზე და გავეცნოთ, თუ რა ტიპის საგამოძიებო მოქმედებებია განხორციელებული. ჯერჯერობით პროკურატურის მხრიდან არავითარი პასუხი არ არის ისევე, როგორც არ მიგვიღია არავითარი პასუხი იმის შესახებ, მას შემდეგ, რაც მისი მკურნალობის კურსი დასრულდება მე-18 დაწესებულებაში, რომელ პენიტენციური დაწესებულებაში იქნება ის გადაყვანილი. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ის დაუბრუნდეს მე-12 დაწესებულებას, – ამბობს ადვოკატი დავით ჯანდიერი.
გიორგი ბაჩიაშვილის წამების საქმეზე ადვოკატები თიტქმის ორი კვირაა ითხოვენ, გასაჯაროვდეს კამერის ჩანაწერები, რომელიც ყველაფერს ნათელს მოჰფენს და გაირკვევა, რეალურად რა მოხდა გლდანის ციხეში. ამ დრომდდე არც აღნიშნული კამერების ჩანაწერები არ აის გასაჯაროებული.