გიორგი ბაჩიაშვილმა ქვეყანა დატოვა – „ჩემს უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრებოდა“

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი, ს ყოფილი მოკავშირე გიორგი ბაჩიაშვილი, – რომელსაც ივანიშვილი ბოლო წლების განმავლობაში დაუპირისპირდა და პროკურატურაში უჩივლა, – აცხადებს, რომ იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა.
„უდიდესი წუხილით და უსამართლობის განცდით ვაცხადებ საქართველოდან ჩემი იძულებითი წასვლის შესახებ“, – წერს ბაჩიაშვილი ფეისბუკზე.
ბაჩიაშვილს 2023 წლიდან აკრძალული ჰქონდა ქვეყნის დატოვება და საქართველოს საზღვრის კვეთა და ჩამორთმეული ჰქონდა პასპორტი.
ჯერ უცნობია, სად გაემგზავნა ბაჩიაშვილი და რა გზით.
გიორგი ბაჩიაშვილი წერს, რომ მიიღო „სანდო ინფორმაცია“ მისი უსაფრთხოებისათვის შექმნილი „რეალური საფრთხეების“ შესახებ, რასაც, მისი თქმით, „დღევანდელ საქართველოში შეიძლება სასიკვდილო მნიშვნელობა ჰქონდეს“.
დღეს, 4 მარტს 9:30 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩიაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი იყო დანიშნული, რომელიც 14:00 საათამდე გადაიდო.
„ციხეში, აბსოლუტურად დაუცველი დავრჩებოდი ივანიშვილის ჯალათების პირისპირ… იმ ციხეში სადაც ივანიშვილმა გაჭყლეტვა შემომითვალა“, – წერს ბაჩიაშვილი.
„მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის კრიმინალური გეგმა ჩემთვის თავიდანვე ნათელი იყო, მე მაინც გავრისკე და ბოლომდე გავაშიშვლე მისი ნამდვილი სახე. ივანიშვილის რეჟიმი სრულიად გავიდა სამართლის და დემოკრატიის პრინციპებიდან, შესაბამისად ჩემი წასვლა არა უკან დახევა, არამეტ ერთადერთი საღი გამოსვალია“, – წერს ის ფეისბუკზე.
ბრალდება და 2.5-მილიონიანი გირაო
გიორგი ბაჩიაშვილს ორ საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული: „კრიპტოვალუტების მითვისების“ საქმესა და „მტკვარი ჰესის“ საქმეზე, – ორივე შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი ფიგურირებს.
გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ პირველი საქმე ბიძინა ივანიშვილის განცხადების საფუძველზე 2023 წლიდან არის აღძრული.
პროკურატურა – ბიძინა ივანიშვილის განცხადების საფუძველზე – გიორგი ბაჩიაშვილს 39 215 820 დოლარის ბიტკოინის მითვისებას ედავება. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 6 ივლისს აღკვეთის ღონისძიებად 2,5 მლნ ლარის გირაოს გადახდა შეუფარდა.
„მტკვარი ჰესის“ საქმეზე, – რაც ამ საქმეში თავიდანვე ფიგურირებდა, ბიზნესმენს ბრალი 2025 წლის 25 თებერვალს წაუყენეს და ამ შემთხვევაშიც გირაო შეუფარდეს – ამჯერად 50 000 ლარი.
ახალი ბრალდების თანახმად, გიორგი ბაჩიაშვილს ედავებიან ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდში გენერალური დირექტორის თანამდებობაზე „სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობას“.
„კრიპტოვალუტების საქმეზე“ მას 9-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, „მტკვარი ჰესის“ საქმესთან დაკავშირებით წარდგენილი ბრალდება კი 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“