გიორგი ბაჩიაშვილი ციხეში სცემეს – მედია

როგორც “ტვპირველი” ავრცელებს ინფორმაციას , თავდასხმა თანაინვესტორების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელზე, გიორგი ბაჩიაშვილზრ შაბათ-კვირას მოხდა. მათივე ინფორმაციით, ბაჩიაშვილს მრავლობით დაზიანებები აღენიშნება – მას ფიზიკურად სამარტოო საკანში გაუსწორდნენ.
ბაჩიაშვილის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ პატიმრის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.
ბიძინა ივანიშვილის მილიარდების ყოფილ მმართველზე თავდასხმა გლდანის ციხეში მოხდა, წესით, საკანი, სადაც ბაჩიაშვილი იყო მოთავსებული, სათვალთვალო კამერებით უნდა ყოფილიყო აღჭურვილი, ამიტომ განმარტებები იუსტიციის სამინისტრომ უნდა გააკეთოს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს