გიორგი ბაჩიაშვილი ცდილობს, რომ პასუხისმგებლობას გაექცეს პოლიტიკური ინსინუაციებით, რომელიც არის აბსოლუტური ტყუილი და ეს არ გაუვა

ჩვენ ვხედავთ, რომ დამნაშავეები, რომლებიც სასამართლოს მიერ არიან დადასტურებულად, განაჩენით დამნაშავეები, ცდილობენ, რომ პასუხისმგებლობას გაექცნენ პოლიტიკის შემოტანით სისხლის სამართლის პროცესში, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე საუბრისას.
„ზუსტად იგივე მცდელობა არის ახლაც ბატონი გიორგი ბაჩიაშვილის მხრიდან, რომელიც არის სასამართლოს მხრიდან დადასტურებული დამნაშავე, ახლა ცდილობს, რომ პასუხისმგებლობას გაექცეს პოლიტიკური ინსინუაციებით, რომელიც არის აბსოლუტური ტყუილი და ეს არ გაუვა“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თემო წიქვაძე გიორგი ბაჩიაშვილის საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დასრულების შემდგომ განცხადებას ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა