გიორგი ბაჩიაშვილი სააპელაციო სასამართლოში ჩვენებას მისცემს

გიორგი ბაჩიაშვილი სააპელაციო სასამართლოში, მოსამართლის წინაშე ჩვენებას მისცემს.
აღნიშნული შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რომ გიორგი ბაჩიაშვილს უფლება მისცემოდა, რომ შესავალი სიტყვის შემდეგ, მოსამართლის წინაშე ჩვენება მიეცა. აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ დააკამყოფილა.
მანამდე კი მსჯავრდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა შესავალი სიტყვა წარმოთქვა, სადაც კრიპტოვალუტის მითვისებასთან დაკავშირებით მის საქმეზე ისაუბრა, ასევე მის დაკავებასა და საქართველოში ჩამოყვანაზე. ბაჩიაშვილმა შესავალ სიტყვაში ყურადღება, ასევე ციხეში ცემასთან დაკავშირებითაც გაამახვილა და განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეები პოლიტიკური შეკვეთის შესრულების მცდელობაა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ “თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ს კრიპტოვალუტის მითვისებაში გიორგი ბაჩიაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი ბაჩიაშვილი ბრალად წარდგენილ ორ ქმედებაში დამნაშავედ ცნო, როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ისე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში.
თანხის მითვისების ნაწილში, მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ უკანასკნელმა 10-წლიანი სასჯელი შთანთქა და მას საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 11 წლით განესაზღვრა.
ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182 -3 ,,ბ” და 194 – 3 ,,გ” ნაწილებით ჰქონდა წარდგენილი, რაც დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.