გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს – რა ინფორმაციას ავრცელებს სუს-ი

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი და­ა­კა­ვა. შე­სა­ბა­მის ინ­ფორ­მა­ცი­ას თა­ვად სუს-ი ავ­რცე­ლებს.
“სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში 2025 წლის 26 მა­ისს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ანო­ნი­მუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბით ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ წი­თე­ლი ხი­დი­სა და სა­დახ­ლოს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ე.წ. მწვა­ნე სა­ზღვრის მო­ნაკ­ვე­თის მიმ­დე­ბა­რედ გა­და­ად­გილ­დე­ბო­და წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით ძებ­ნი­ლი და მსჯავ­რდე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი.
გა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი და­კა­ვე­ბულ იქნა.
გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 344-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, რაც სა­ზღვრის უკა­ნო­ნოდ გა­დაკ­ვე­თას გუ­ლის­ხმობს და სას­ჯე­ლის სა­ხით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ვა­დით სა­მი­დან ხუთ წლამ­დე ით­ვა­ლის­წი­ნებს.
სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი მად­ლო­ბას უხ­დის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მი­სი და­ნა­ყო­ფე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებს გა­წე­უ­ლი დახ­მა­რე­ბის­თვის“, – ნათ­ქვა­მია სუს-ის გან­ცხა­დე­ბა­ში.