გიორგი ბაჩიაშვილის დედა – პროცესი იმიტომ დახურეს და გამოგვიყვანეს, ეშინოდათ, რომ საზოგადოება გაიგებდა იმ სიმართლეს, რომელიც რეალურად იყო

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის დედის, მარინა რამაზაშვილის განცხადებით, მან „ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ნატო ხაინდრავას ფრაზა – „თქვენ უნდა გეშინოდეთ”, მუქარად აღიქვა.
როგორც რამაზაშვილი განმარტავს, სხდომა დახურულ რეჟიმში იმის გამო ტარდება, რომ საზოგადოებას სიმართლე არ გაეგო.
„მასთან დიდი ხნის ნაცნობობა მაკავშირებს. „თქვენ უნდა გეშინოდეთ” – ისე გავიგე, რომ ყველას, ვინც “ქართუ ბანკში” სესხი აიღო და დროულად დააბრუნა, უნდა ეშინოდეთ, თუ ისინი არასასურველი გახდებიან, მათზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრება, რატომ დააბრუნა დროულად სესხი”, – განაცხადა რამაზაშვილმა.
კითხვაზე, ნატო ხაინდრავას ნათქვამი, აღიქვა თუ არა მუქარად, მან დადებითი პასუხი გასცა.
„რა თქმა უნდა, მუქარად აღვიქვი. ნატოს პროცესი იმიტომ დახურეს და გამოგვიყვანეს, ეშინოდათ, რომ საზოგადოება გაიგებდა იმ სიმართლეს, რომელიც რეალურად იყო. ახლა სიმართლე დაფარულია, დღეს სიმართლეს ძინავს, სიმართლე არ არსებობს”,- განაცხადა რამაზაშვილმა.
ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. სწორედ აღნიშნულ პროცესზე აძლევს ჩვენებას „ქართუ ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნატო ხაინდრავა.
„არაფრის არ მეშინია, თქვენ უნდა გეშინოდეთ. მე რისი უნდა მეშინოდეს? მე ვარ მოწმე”,- უპასუხა ნატო ხაინდრავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა