გიორგი ბაჩიაშვილის დახმარების ფაქტზე ბრალდებული შოთა ქარუმიძე – ვთანამშრომლობ და ვითანამშრომლებ გამოძიებასთან – მიმალვის საშიშროება არ არსებობს

ვთანამშრომლობ და ვითანამშრომლებ. რომ არ მდომოდა თანამშრომლობა, დუმილის უფლებით ვისარგებლებდი, – ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულმა შოთა ქარუმიძემ პროცესზე განაცხადა.
ამ წუთებში სასამართლოში მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.
როგორც მან აღნიშნა, მისი მხრიდან მიმალვის საფრთხე არ არსებობს.
„დედაჩემი არის ცუდად. ამასაც თუ გაითვალისწინებთ, კარგი იქნება. უჩემოდ უჭირს გადაადგილება. ვთანამშრომლობ და ვითანამშრომლებ. რომ არ მდომოდა თანამშრომლობა, დუმილის უფლებით ვისარგებლებდი. პირიქით, წავედი თანამშრომლობაზე. მიმალვის საშიშროება არ არის“, – განაცხადა ქარუმიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”