გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება და “ვირის აბანოში” მოთავსება, იყო “ოპოზიციის” გუშინდელი “კომიქსების” სიმბოლური და შთამბეჭდავი ფინალი

გიორგი ბაჩიაშვილის გუშინდელი დაკავება და “ვირის აბანოში” მოთავსება, იყო “ოპოზიციის” გუშინდელი “კომიქსების” სიმბოლური და შთამბეჭდავი ფინალი, – წერს “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, “მოწვეულ ალქაჯებთან ერთად” ჩატარებული გუშინდელი საღამოს მიხედვით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ოპოზიციამ სამუდამოდ მიიძინა.
“გიორგი ბაჩიაშვილის გუშინდელი დაკავება და “ვირის აბანოში” მოთავსება, იყო “ოპოზიციის” გუშინდელი “კომიქსების” სიმბოლური და შთამბეჭდავი ფინალი – ვითარცა მარწყვი (თუ ალუბალი) ტორტის თავზე. მოწვეულ ალქაჯებთან ერთად ჩატარებული გუშინდელი საღამოს შაბაშის თაობაზე, მისი წამყვანისთვის უცხო, ქართულ ენაზე, არსებობს შეფასებათა მთელი კრებული, რომლის მხოლოდ ერთ ნაწილს შემოგთავაზებთ, დანარჩენს (დარწმუნებული ვარ) უხვად შეავსებთ კომენტარებში.
მაშ რა მოხდა გუშინ? რა დაემართა ოპოზიციას? გათავდა, განისვენა, მზეს მოსწყდა, წუთისოფელი მოჭამა, დღე გაუშავდა, სული ამოსძვრა, მიწამ პირი უყო, თქვენი ჭირი წაიღო, სამუდამოდ მიიძინა, ბოლო მოეღო, გადაეგო, საიქიოს გაემგზავრა, ჩაბარდა პატრონს, ჩაკვდა, ჩაიღრძო, ჩაძაღლდა, ფეხები ფშიკა, წაპარჭიკდა, შაბზე და მარილზე წავიდა, წერილი წაიღო, ტყავი გაჭიმა, ყალიონი მიაყუდა, მწუხარებამ წუთისოფელს მოაშორა, გავიდა გაღმა, ფეხზე ცხვარი მოიბა, მიიჩოჩა ზალისკენ, ქუსლით ერთიანი გახაზა – ეს არის ჩემი მოკლე შეფასება ს გუშინდელ “აღლუმზე”.” – წერს ქართველიშვილი.
Previous: გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი: ვიცი ყველა უბნის პრობლემა, ბოლო წლების განმავლობაში განახლებულია 8 სპორტული დარბაზი, სპორტული მოედანი მოეწყობა თითქმის ყველა უბანში, ასევე, დასრულებულია ტენდერი, რომელშიც გათვალისწინებულია 30-მდე რეკრეაციული სივრცე

ხელი მოეწერა განკარგულებებს, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული საფეხბურთო ცენტრის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს არის ინვესტიცია არა მხოლოდ მაღალი მიღწევების სპორტში, ეს არის ინვესტიცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პაატა ჩადუნელი: მზად ვარ, რომ ხაშურისთვის მაქსიმალური გავაკეთო – ჩვენი გუნდი გააგრძელებს იმ პროექტებს, რომლებიც შექმნის გამართულ ინფრასტრუქტურას მუნიციპალიტეტში