გიორგი ბარამიძე – 12 წელიწადია „ნაციონალურ მოძრაობას“ დევნიან და გვაპატიმრებენ, გვესვრიან, გვცემენ, მაგრამ ვერაფერი უქნეს ჩვენს გუნდს, ვერც ახლა შეგვაშინებენ

12 წელიწადია „ნაციონალურ მოძრაობას“ დევნიან და გვაპატიმრებენ, გვესვრიან, გვცემენ, მაგრამ ვერაფერი უქნეს ჩვენს გუნდს, მიუხედავად ივანიშვილის ბანდის გაცხადებული გეგმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაენადგურებინათ და ვერც ახლა შეგვაშინებენ, პირიქით, უფრო მეტი ენთუზიაზმია ჩვენს მხარდამჭერებში, რომ 26 ოქტომბერს მოვისროლოთ რუსული რეჟიმი, – განაცხადა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ სოფელ კარდენახში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, არ ელის, რომ დღეს მომხდარს გამოიძიებენ.
„როგორც ყოველთვის, ჩვენს გუნდს დასდევდა კრიმინალური ბანდები და ცდილობდნენ, ჩვენი შეხვედრების ჩაშლას და ბოლოს, ეს რომ არ გამოუვიდათ, ღია პროვოკაციაზე წამოვიდნენ, რომ რამენაირად ვინმეს ჩვენგან რამე გაეკეთებინა და აქეთ ჩვენები დაეჭირათ და ამ პროვოკაციაზეც რომ არავინ წამოვიდა, პირდაპირ აგრესიაზე წამოვიდნენ, ქალბატონების შეურაცხყოფაზე გადავიდნენ, რასაც ჩვენი ერთ-ერთი ლიდერი, ლევან მეტრეველი გამოესარჩლა და მას დაარტყეს. ის ახლა ჰოსპიტალიზებულია. არ ვიცით მისი მდგომარეობა და იმედია არ არის ძალიან მძიმედ, მაგრამ აღსანიშნავია, რომ 12 წელიწადია „ოცნების“ კრიმინალების არავის არ ეშინია. 12 წელიწადია „ნაციონალურ მოძრაობის“ დევნიან და გვაპატიმრებენ, გვესვრიან, გვცემენ, მაგრამ ვერაფერი ვერ უქნეს ჩვენს გუნდს, მიუხედავად ივანიშვილის ბანდის გაცხადებული გეგმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაენადგურებინათ.
რა თქმა უნდა, ჩვენ არ ველით, რომ ეს კრიმინალური ბანდა თავისივე კრიმინალებს, ბანდიტებს დაიჭერს, რაც არ მომხდარა მთელ 12 წლის განმავლობაში. ჩვენი ლიდერები კამერების თვალწინ რომ სცემეს და ყველა დამნაშავე არის იდენტიფიცირებული, მაშინაც კი არ დაიჭირეს და არ მისცეს პასუხისგებაში. იგივე ანა წითლიძეს კამერების თვალწინ დაარტყეს, რომ ჩაეშალათ ჩვენი ჩვენი შეხვედრები ხალხთან, მაგრამ ეს იწვევს უფრო მეტ ენთუზიაზმს ჩვენს გუნდში, კიდევ უფრო მეტ გაბრაზებას ამ მოღალატეთა რეჟიმის მიმართ ჩვენი ხალხისა და კიდევ უფრო მეტ შემართებას, რომ ეს კრიმინალური და მოღალატეობრივი რეჟიმი მშვიდობიანად და წყნარად დავასრულოთ ყველამ ერთად და საქართველო კვლავ დავაბრუნოთ ევროატლანტიკურ გზაზე“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – მათ იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავნიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი

ხატია დეკანოიძე – წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინების მცდელობები განსაკუთრებით აქტიურდება, თუმცა ეს უშედეგოდ ჩაივლის – არავის ეშინია მათი

პეტრე ცისკარიშვილი – მათ იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი

ხატია დეკანოიძე – წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინების მცდელობები განსაკუთრებით აქტიურდება, თუმცა ეს უშედეგოდ ჩაივლის