გიორგი ბარამიძე – ჩვენს წინაშე ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა, ყველამ ერთად უნდა დავძლიოთ დაპირისპირება, შუღლი, გაუტანლობა, რუსული დეზინფორმაცია და ჩვენი ქვეყანა კვლავ დავაბრუნოთ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე

თბილისის ორგანიზაციას ხელმძღვანელად შემოემატა ისეთი ენერგიული და ხალხისთვის ძალიან ბევრი საქმის გამკეთებელი ადამიანი, როგორიც არის , რომელმაც თავის გუნდთან ერთად ძალიან ბევრი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს პანდემიის დროს, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე სოფო ჯაფარიძის არჩევასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ჩვენს წინაშე არის მნიშვნელოვანი ამოცანა, რადგან ჩვენ ყველამ ერთად ქვეყანა კვლავ უნდა დავაბრუნოთ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე.
„თბილისის ორგანიზაციას ხელმძღვანელად შემოემატა ისეთი ენერგიული და ხახლისთვის ძალიან ბევრი საქმის გამკეთებელი ადამიანი, როგორიც არის სოფო ჯაფარიძე, რომელსაც თავისი გუნდი ჰყავს ადამიანებისა, პროფესიონალებისა რომლებმაც პანდემიის დროს ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში მიიღეს მონაწილეობა და ამ ადამიანების შემომატება ჩვენს გუნდში და სოფოს ენერგიული პიროვნების თბილისის თავმჯდომარედ არჩევა დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯი, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისთვის“ და მთელი პროდასავლური ოპოზიციის გამარჯვებისათვის როგორც თბილისში, ისე მთელ საქართველოში, რადგან ჩვენს წინაშე არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა, ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავძლიოთ დაპირისპირება, შუღლი, გაუტანლობა, რუსული დეზინფორმაცია, გავამთლიანოთ, გავაერთიანოთ ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ქვეყანა კვლავ დავაბრუნოთ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ სიტყვით გამოსვლისას.