გიორგი ბარამიძე ყაველაშვილის გამოსვლაზე – თურმე საქართველოს კონფლიქტი რუსეთთან არ ჰქონია – არც ერთხელ უხსენებია ქართველი ხალხის 80%-ზე მეტის ნება, გახდეს საქართველო ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი

მოღალატე კრიმინალთა რუსული ბანდის უწიგნურმა თოჯინამ გაეროში გამოსვლისას, კიდევ ერთხელ გააჟღერა ს ფორმულა, რომ თურმე საქართველოს კონფლიქტი რუსეთის ფედერაციასთან კი არ ჰქონია, არამედ მიმართა აფხაზებსა და ოსებს, თითქოს საქართველოს მათთან აქვს კონფლიქტი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს.
როგორც ბარამიძე წერს, და მისი გუნდი მტერზე დამორჩილების, ოკუპაციასთან შეგუებისა და მოღალატეობრივ პოლიტიკას ატარებს.
“მოღალატე კრიმინალთა რუსული ბანდის უწიგნურმა თოჯინამ (კითხვა კი სცოდნია, ეგეც კარგი) გაეროში გამოსვლისას, კიდევ ერთხელ გააჟღერა რუსეთის ფორმულა, რომ თურმე ჩვენ, ქართველებს, საქართველოს კონფლიქტი რუსეთის ფედერაციასთან კი არ გვქონია, არამედ მიმართა აფხაზებსა და ოსებს, თითქოს საქართველოს მათთან აქვს კონფლიქტი.
არც ერთხელ არ უხსენებია ის, რაც არის ქართველი ხალხის 80%-ზე მეტის სურვილი და ნება, რომ საქართველო ევროკავშირისა და ნატოს წევრი გახდეს, რაც კონსტიტუციის 78-ე მუხლშიც არის დაფიქსირებული.
მთავარი, თურმე საქართველომ მშვიდობა “ნებისმიერ ფასად” უნდა შეინარჩუნოს, ანუ დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და თავისუფლების დაკარგვის ფასადაც კი.
მაშინ რისთვის გვაქვს სახელმწიფო, ჯარი, ან უშიშროების უზრუნველმყოფელი სტრუქტურები.
ეგრე რომ ეფიქრათ დავით აღმაშენებელს ან მეფე ერეკლეს, ვის სახელსაც თვალთმაქცურად და ფარისევლურად ეფარებიან და იყენებენ, დღეს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო არ გვექნებოდა.
ომი, ცხადია, არავის უნდა, მაგრამ თუ პოტენციურ ან რეალურ მტერს (დღეს რუსეთს) წინასწარ ეუბნები, რომ ოღონდ არ მეომო და ყველაფერს დაგითმობ, ბუნებრივია, თავზე დაგაჯდება და დაგიმონებს.
ასეთი დამონებისა და მტერზე დამორჩილების, ოკუპაციასთან შეგუების, მოღალატეობრივ პოლიტიკას ატარებს ოლიგარქ ივანიშვილის მოღალატე კრიმინალთა ეს რუსული ბანდა.
სწორედ ესაა მთავარი, რასაც არ შეეგუება ამაყი და თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხი და ამიტომ, ყველა ერთად ვეტყვით მათ “არა, წადით!”
დიდება საქართველოს!”, – წერს ბარამიძე.