გიორგი ბარამიძე – მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება უშუალოდ დაკავშირებულია ამ ქვეყანაში, მეტ-ნაკლებად მაინც, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარებასთან – კიდევ ერთხელ მოვითხოვთ მის გათავისუფლებას

მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება უშუალოდ დაკავშირებულია ამ ქვეყანაში, მეტ-ნაკლებად მაინც, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარებასთან. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვითხოვთ მის გათავისუფლებას, პრეზიდენტი სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც მესამე პრეზიდენტის, ს პროცესი უნდა გაიმართოს.
როგორც ბარამიძემ აღნიშნა, ქართული საზოგადოებისთვის ნათელია, რომ სასამართლოში ეს პროცესები არის ფარსი.
„პრეზიდენტი სააკაშვილი არის ს პირადი ტყვე და ამ ტყვეობის პროცესს ახორციელებს ივანიშვილის ეს მოღალატეობრივი რეჟიმი. ბუნებრივია, ამ ყველაფერს თვალს ადევნებენ, როგორც ქართული საზოგადოება, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ახლოვდება არჩევნები, რომელიც უნდა იყოს განმსაზღვრელი ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მომავლისა, აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო აქტუალური ხდება პრეზიდენტ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება ამ უკანონო პატიმრობიდან, რადგანაც ყველასთვის ნათელია, რომ ის არათუ პოლიტიკურ პატიმარია, არამედ მისი თავისუფლება უშუალოდ დაკავშირებულია ამ ქვეყანაში, მეტ-ნაკლებად მაინც, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარებასთან. ამიტომ, ბუნებრივია, კიდევ ერთხელ მოვითხოვთ მის გათავისუფლებას, პრეზიდენტი სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და საქართველოს არ უნდა ჰყავდეს პოლიტიკური პატიმრები.
მან ასევე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედიდან“ ციხეში შესაძლო დაბრუნებაზე. როგორც ბარამიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილისთვის „ყველა ვარიანტი აბსოლუტურად მოსალოდნელია ამ რეჟიმის მხრიდან, რომელიც პუტინის დაკვეთას ასრულებს“.
„პრეზიდენტი სააკაშვილი ში ძალიან მაღალ თანამდებობას იკავებდა და დღესაც იკავებს, მიუხედავად მისი ტყვეობისა. იქ უპრობლემოდ მოღვაწეობდა, მაგრამ ჩამოვიდა საქართველოში, რადგანაც მას სურვილი ჰქონდა და ამას ახორციელებს კიდევაც მის ტყვეობის პირობებშიც კი, რომ დახმარებოდა ქართველ ხალხს ნორმალური მომავალი ჰქონდა, გათავისუფლებულიყო ამ მოღალატეობრივი რეჟიმისგან. ბუნებრივია, ის აცნობიერებდა იმ რისკებს, რომელიც ახლდა მის ასეთ ნაბიჯს, მზად იყო და თვითონაც თქვა, რომ სიცოცხლეც კი გაეწირა ამისთვის. ასევე, მზად იყო ამ პატიმრობისთვის. ასე რომ მისთვის ყველა ვარიანტი აბსოლუტურად მოსალოდნელია ამ რეჟიმის მხრიდან, რომელიც პუტინის დაკვეთას ასრულებს. შესაბამისად, ჩვენ არანაირი ილუზიები არ გვაქვს. ერთადერთი, რაც აკავებს ამ რეჟიმს არის ქართული საზოგადოების აზრი, დამოკიდებულება პრეზიდენტ სააკაშვილის ტყვეობისადმი“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი ბრძოლას ტყვეობიდანაც კი, ბოლომდე გააგრძელებს.

ასევე დაგაინტერესებთ