გიორგი ბარამიძე – „ლელოსა“ და გახარიას პარტიის შეცდომაში გაჯიუტება არის ძალიან სამარცხვინო ქმედება, თავადაც კარგად იციან, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არანაირ ბრძოლაში შესვლა ეს არ არის – ეს არის „ქოცურ“, რუსულ სქემაში მონაწილეობა

მათი ამ შეცდომაში გაჯიუტება არის ძალიან სამარცხვინო ქმედება, – ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ შორის, ადგილობრივი ს საკითხზე, თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.
როგორც ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საარჩევნო რეზულტატს და მისი ბანდის წარმომადგენლები დაწერენ, რადგან ეს არჩევნები არ არის.
ბარამიძის შეფასებით, „რამდენსაც გადაუგდებს ძვალივით ივანიშვილი „ლელოს“ და „გახარია საქართველოს“, იმდენი ექნებათ მათ საარჩევნო შედეგებში დაწერილი.
„მათი ამ შეცდომაში გაჯიუტება არის ძალიან სამარცხვინო ქმედება. თავადაც ძალიან კარგად იციან, რომ არანაირ ბრძოლაში შესვლა ეს არ არის. ეს არის „ქოცურ“, რუსულ სქემაში მონაწილეობა. შესაბამისად, როგორც ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის მკაფიოდ აღნიშნული, მათ დაეკისრებათ ეს პასუხისმგებლობა ამ რეჟიმის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. ასევე, მშვენივრად იციან – როდესაც ორი ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია სხვა პარტიებთან ერთად, პრინციპულად არ აპირებს ამ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, თვითონ რომ მიდიან ივანიშვილის მიერ გადმოგდებული მეორე ადგილის დასაკავებლად მხოლოდ იმიტომ, რომ მათმა რამდენიმე წარმომადგენელმა ხელფასი მიიღოს თბილისის თუ სხვა ქალაქების საკრებულოებში, ეს არის ნამდვილად სირცხვილი. ეს არის მათივე ადრე ნათქვამი სიტყვის, მათივე ადრე გადადგმული ნაბიჯების ღალატი. არ ვსაუბრობ მთელ საზოგადოებაზე, რომელიც პრინციპულად, თანმიმდევრულად, მშვიდობიანად, უკანდაუხევად ებრძვის ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსულ ბანდას. ნათელია, რომ ამ ბანდის მიერ დადგმულ სცენარში მათ მონაწილეობა არ უნდა მიიღონ. კვლევებს იშველიებენ, არავინ სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, არ დაწერს საარჩევნო რეზულტატს. საარჩევნო რეზულტატს დაწერს ბიძინა ივანიშვილი და მისი ბანდის წარმომადგენლები. რამდენსაც გადაუგდებს ძვალივით „ლელო“ იქნება თუ გახარია, აი, იმდენი ექნებათ მათ დაწერილი. რა თქმა უნდა, ეს არის 2#2=4. ეს ყველასთვის ნათელია“, – განაცხადა ბარამიძემ.
როგორც ბარამიძემ აღნიშნა, „ქოცურ“ თამაშსა და „ქოცურ“ სქემებში ჩართვა არ არის ბრძოლაში შესვლა, არამედ ეს არის ქართველი ხალხის ღალატი“.
„საქართველოში მოქმედი ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ვერ აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას დ მზად არის, ფეხი ჩადგას რუსულ სპეცოპერაციაში, ამ ქოცურ-რუსულ სქემაში და მიიღოს მონაწილეობა მათ თამი. ჩვენ კიდევ ერთხელ მკაფიოდ და ხაზგასმით ვამბობთ, რომ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა, „ქოცურ“ თამაშსა და „ქოცურ“ სქემებში ჩართვა არ არის ბრძოლაში შესვლა, არამედ პირიქით, ეს არის ქართველი ხალხის ამ მოღალატეობრივი, კრიმინალური, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ღალატი. იმედი გვაქვს, გარკვეულ ეტაპზე მაინც, სანამ სულ გვიან არ იქნება, გონს მოეგებიან და არ დაიდებენ იმ ცოდვას, რასაც ჰქვია მათი მხრიდან საერთო ოპოზიციურ ძალისხმევაში განხეთქილების შეტანა და ქართველი ხალხის მშვიდობიანი, არაძალადობრივი, მაგრამ ძალიან პრინციპული, თანმიმდევრული, თავგანწირული ბრძოლის ღალატი. ეს ღალატი არ უნდა მოხდეს, ჩვენ ყველანი ერთად უნდა ვიყოთ ამ რეჟიმის წინააღმდეგ“, – განაცხადა ბარამიძემ.
ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. პარტიებს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს დღეს ხელი „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ მოაწერეს. როგორც ბერდია სიჭინავამ აღნიშნა, პარტიები „თვითმმართველობის არჩევნებში საერთო ბრძოლასა და საერთო პრინციპებზე თანხმდებიან“.