გიორგი ბარამიძე – ივანიშვილს ხელისუფლების დაკარგვის ეშინია, პუტინს მეხუთე კოლონის დაკარგვის – „ქართული ოცნება“ ცდილობს რუსეთს სისხლიანი ხელები მოწმინდოს და ორ შაურად გაყიდის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს

ჩვენ გუშინ ვიხილეთ “ქართულ ოცნებად” წოდებული ამ კრიმინალური ბანდის რეაქცია, რომლებმაც კი არ აღიარეს, რომ შეცდომა მოუვიდათ და შეეშალათ, კვლავ გააგრძელეს ს საამებლად საქართველოს დადანაშაულება, – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანი, გიორგი ბარამიძე შტაბის ოფისში გამართულ ბრიფინგზე 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებას.
გიორგი ბარამიძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთის პრეზიდენტ, ს დავალების შესაბამისად მოქმედებს და ცდილობს, რუსეთს სისხლიანი ხელები მოწმინდოს“.
„კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ “ქართული ოცნება“ კი არ ცდება და რაიმე შემთხვევით კი არ მოსდით, არამედ ეს მოღალატეთა ბანდა პუტინის რეჟიმმა ხელისუფლებაში იმიტომ მოიყვანა, რომ სწორედ ეს ღალატი ჩაედინა. სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების ერთმნიშვნელოვანი ვერდიქტების მიუხედავად, რომელიც ცხადია, პუტინს არ მოეწონა, ამ ბანდამ, როგორც საქართველოს ხელისუფლებამ, ილაპარაკოს რომ არა, რუსეთი კი არ არის დამნაშავე, არამედ სწორედ საქართველოს ხელისუფლებაა საქართველოს ტერიტორიაზე ომის გაჩაღებაში დამნაშავე. აი, ეს არის მიზანი, რისთვისაც პუტინმა ეს ბანდა ხელისუფლებაში მოიყვანა და ეს არის მიზეზი, რატომაც ზის დღეს პრეზიდენტი ციხეში, რატომაც ჰყავთ ბიძინა ივანიშვილსა და პუტინს ის ტყვედ“, – განაცხადა ბარამიძემ.
მისი განმარტებით, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არის ის ადამიანი, რომელსაც „ უფრთხის“.
ბარამიძე აღნიშნავს, რომ „ხელისუფლება ორ შაურად გაყიდის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“.
„ივანიშვილს ხელისუფლების დაკარგვის ეშინია, პუტინს ეშინია დაკარგოს მეხუთე კოლონა, რომელიც აქამდე „შავი ფულით“ შეინახა, კრემლის მიერ მართული ცილისწამებათა და დეზინფორმაციის ნიაღვრით. მთელი ამ ხნის განმავლობაში მოღალატეთა და კორუმპირებულ ადამიანთა ჯგუფს არ გააჩნიათ ფასეულობა. როგორც ყველამ ვნახეთ, ორ შაურად გაყიდის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რომელსაც არც კი რცხვენია, რომ რუსეთი მათ განცხადებას სიტყვა-სიტყვით მსოფლიოში ყველაზე დიდი და გავლენიანი ორგანიზაციის ტრიბუნიდან იყენებს. ეს არის არა გამოცხადებული, არამედ უკვე დადასტურებული ღალატის ფაქტი. დარწმუნებული ვარ, ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა და ის ამ მოღალატეთა ბანდას 26 ოქტომბერს საკადრის პასუხს გასცემს. საქართველო 27 ოქტომბერს გაიღვიძებს თავისუფალი, მიხეილ სააკაშვილი იქნება თავისუფალი, ჩვენი საზოგადოება ამ კრემლის მარწუხებისგან თავისუფალი იქნება. ყველანი დავუბრუნდებით საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაერთიანების გზას, რომელიც მშვიდობიან გამთლიანებამდე და იმ ცხოვრებამდე მიგვიყვანს, რომელიც ჩვენი საზოგადოების მიზანია: დევნილების დაბრუნება, უკეთესი საცხოვრებელი პირობები, მაღალი პენსია, დაბალი ფასები, მაღალი ხელფასები, ღირსეული სამუშაო ადგილები. ეს არის ის, რასაც წინ ეს მოღალატეთა ბანდა ეღობება და რასაც ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს წერტილს დაუსვამს”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკო მიხელსონი – რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის გასანადგურებლად, აწყობს დივერსიებს, პოლიტიკურად კონტროლს აწესებს საქართველოზე – არ დადგა დრო, ეს ფაშისტური რეჟიმი ანგარიშვალდებული გავხადოთ?