გიორგი ბარამიძე ვაშინგტონში, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარეს, კონგრესმენ მაიკ ტერნერს შეხვდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე ვაშინგტონში, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარეს, კონგრესმენ მაიკ ტერნერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, გიორგი ბარამიძემ მაიკ ტერნერს მადლობა გადაუხადა აქტიური მხარდამჭერისთვის.
„მათ ისაუბრეს შემდგომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საკითხებზე, რომელიც ჩატარდება 24-27 მაისს ბულგარეთში და სადაც მოლოდინი არის, რომ საუბარი იქნება ე.წ უცხოელ აგენტების კანონზე და მის უარყოფით გავლენაზე საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ასევე ისაუბრეს ჰელსინკის კომისიის მიერ დაინიციერებული MEGOBARI Act-სა და მის საჭიროებაზე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, გიორგი ბარამიძემ და მაიკ ტერნერმა ასევე განიხილეს ნატო-საქართველოს ურთიერთობის გაძლიერების მექანიზმებზე და ბერკეტებზე, „რასაც დღევანდელი ხელისუფლება არ იყენებს“.
„ტერნერი არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რესპუბლიკელი საგარეო მიმართულებით. 2014-2016 წლებში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის პოზიცია ეკავა. დღემდე, აქტიურად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეროვნულ სუვერენიტეტს საერთაშორისო ფორმატებში. 22 მაისს, გიორგი ბარამიძე ასევე კონგრესში სადაზვერვო კომიტეტის აპარატს შეხვდა და შესთავაზა კონგრესმენების აპარატების ვიზიტი საქართველოში, რომ კარგად შეისწავლონ დღევანდელი ვითარება. ასევე შეხვდა ჯონ ჰერბსტს (John Herbst), ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი და ყოფილი ამერიკის ელჩი უკრაინაში და უზბეკეთში, ვისთანაც ისაუბრა ე.წ. “ოფშორულ კანონზე” და სანქციების რისკებზე. პარტიის პოლიტიკურ მდივანს ასევე შეხვედრა ჰქონდა ჯეიმსტოუნ ფონდთან, სადაც განიხილეს რუსული გავლენები საქართველოს შიდა მოვლენებზე.”- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?