გიორგი ბარამიძე – ე.წ. ანტიკორუფციული ბიურო მორიგი ინსტრუმენტია ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური და მოღალატეობრივი ბანდის ხელში იმისთვის, რომ ოპონენტებს ებრძოლოს

ანტიკორუფციული ბიურო მორიგი ინსტრუმენტია ს კრიმინალური და მოღალატეობრივი ბანდის ხელში იმისთვის, რომ ოპონენტებს ებრძოლოს, – ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გია ბარამიძემ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, რომელმაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და „აირჩიე ევროპას“ „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტების“ სტატუსი მოუხსნა.
როგორც ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება ანტიკორუფციულ ბიუროს საკუთარი მიზნებისთვის იყენებს.
„ეს ე.წ. ანტიკორუფციული ბიურო, რეალურად ანტიკორუფციული ბიურო კი არ არის, რომელიც უნდა ებრძოლოს კორუფციას და ხელისუფლების მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებას, არამედ მორიგი ინსტრუმენტია ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური და მოღალატეობრივი ბანდის ხელში იმისთვის, რომ ოპონენტებს ებრძოლოს. როგორც იყენებს ბიძინა ივანიშვილი პროკურატურას, სუს-ს, პოლიციას და ჯიბის სასამართლოს, ასევე იყენებს ამ სტრუქტურასაც იმისთვის, რომ არ დაუშვას თავისუფალი მოქმედება საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოებში და მათი პრინციპებიდან გამომდინარე, იმ სტრუქტურების მუშაობა, რომლებიც ქართულ დემოკრატიას უნდა ემსახურონ და რომლებიც მას არ ემორჩილებიან“, – განაცხადა ბარამიძემ.
შეგახსენებთ, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ გააუქმა მისი გადაწყვეტილება, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და მისი აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადების“ შესახებ. აღნიშნულის შესახებ ბიუროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა. უფრო კონკრეტულად, პრემიერმა ირაკლი მ გუშინ, ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდა, „საერთაშორისო გამჭვირვალობასა” და “გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებთან” დაკავშირებული გადაწყვეტილება შეცვალოს.
„სახელმწიფო ინტერესებისათვის და პირველ რიგში, საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად მიზანშეწონილად მიმაჩნია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას – მოვუწოდებ საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროს გადახედოს თავის გადაწყვეტილებას აღნიშნული ორგანიზაციის და სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდების შესახებ“,- განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ანტიკორუფციული ბიუროს 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და “აირჩიე ევროპა” „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ გამოცხადდნენ, რის გამოც მათზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი უნდა გავრცელებულიყო.