გიორგი ბარამიძე აშშ-კონგრესის წევრს, საერთაშორისო ფინანსებისა და არალეგალური ფინანსების ქვედა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარეს შეხვდა

პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე -კონგრესის წევრს, საერთაშორისო ფინანსებისა და არალეგალური ფინანსების ქვედა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარეს, იანგ კიმს შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრისას საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრეს. იანგ კიმმა მხარდაჭერა გამოუცხადა კანონპროექტ „MEGOBARI Act“-ს და ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლის მიმართ თანადგომა გამოხატა.
პარტიის ცნობით, შეხვედრისას ასევე ისაუბრეს “ქართული ოცნების“ ლიდერების სავარაუდო სანქცირებაზე და საქართველოს ეროვნულ ბანკში მიმდინარე პროცესებზე.
“საუბრისას აღნიშნეს EBRD-ს ჩართულობის და ევროპული ინვესტიციების შემცირების თაობაზე საქართველოში, ჩინური გავლენების გაზრდის ფონზე. გიორგი ბარამიძემ იანგ კიმს წარმომადგენელთა პალატის საქართველოს საკითხთა ჯგუფში გაწევრიანებისაკენ მოუწოდა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ შეხვედრები ასევე გამართა კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატთან და სენატის უმრავლესობის ლიდერთან, სენატორ დიკ დარბინის აპარატთან და მოუწოდა სენატში „MEGOBARI ACT”- ის მსგავსი კანონპროექტების მუშაობისკენ“, – აღნიშნულია “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?