გიორგი ბარამიძე – არავინ დაელოდება, სანამ ბორია ივანიშვილი საქართველოს ბელარუსად გადააქცევს – როცა ანგრევენ ქართულ დემოკრატიას, ამას არც ქართველი ხალხი გაუტარებს და არც საქართველოს მეგობრები

არავინ დაელოდება, სანამ ბორია ივანიშვილი საქართველოს ბელარუსად გადააქცევს, ამიტომ, ბუნებრივია, იქნება გადადგმული ის ნაბიჯები, რომელიც შეუძლია ზემოქმედების სახით განახორციელოს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ამ პრორუსული რეჟიმის მიმართ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ „თბილისი რუმსში“ განაცხადა, სადაც მაკკეინის ინსტიტუტი, ს ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით „გარდამტეხი წელი“ მასპინძლობენ.
მისივე თქმით, მმართველ პარტიას ქართული დემოკრატიის ნგრევას არც ქართველი ხალხი „გაუტარებს” და არც საქართველოს მეგობრები.
„ამ მოღალატეთა რეჟიმს, რა თქმა უნდა, ეშინია სიმართლის, იმიტომ, რომ ისინი ცდილობენ, ქართველი ხალხი მოატყუონ, რომ თითქოს, ესენი გააგრძელებენ ჩვენი ამერიკელი მეგობრების, ევროკავშირის ლანძღვას, თათხვას და მერე თურმე, მაინც არჩევნები რომ გადაივლის, ჩვეულებრივად დაალაგებენ ურთიერთობას, რაც მტკნარი ტყუილია. მათ უნდა იცოდნენ, რომ როდესაც ისინი ანგრევენ ქართულ დემოკრატიას, ეს ასე არ გაუვათ, არც ქართველი ხალხი გაუტარებს და არც საქართველოს ის მეგობრები, რომელთათვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში დემოკრატიული განვითარება. არავინ არ შეეგუება და არავინ დაიწყებს ყურებას და დალოდებას, სანამ ბორია ივანიშვილი გადააქცევს ბელარუსად საქართველოს, ამიტომ, ბუნებრივია, იქნება გადადგმული ის ნაბიჯები, რომელიც შეუძლია ზემოქმედების სახით განახორციელოს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ამ პრორუსული რეჟიმის მიმართ, იქნება ეს ფინანსური სანქციები, იქნება ეს პოლიტიკური ზეწოლა, იქნება ეს სხვა მშვიდობიანი მეთოდები”, – განაცხადა ბარამიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”