გიორგი ახობაძის საქმის მოსამართლე დარბაზში მყოფებს – ხმაურისთვის სხვა ადგილი მოძებნეთ სამყაროში

ხმაურისთვის სხვა ადგილი მოძებნეთ სამყაროში, – ამ სიტყვებით ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმის, გიორგი ახობაძის საქმის მოსამართლემ, რომეო ტყეშელაშვილმა სასამართლოს სხდომათა დარბაზში მყოფებს მიმართა.
როგორც მოსამართლემ აღნიშნა, სხდომა დაგვიანებით დაიწყო, რადგან “დარბაზში შემოსვლაზე ისინი მანდატურებს ეჭიდავებოდნენ”.
ამ წუთებში, ნარკოდანაშაულში ბრალდებული გიორგი ახობაძე საბოლოო სიტყვას ამბობს, რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს.
ცნობისთვის, ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი: ხვალ, როცა ყველა, წლის ბოლო წამებს დავითვლით, ტყუპები გზაში იქნებიან. თურქეთში მიდიან გადარჩენის იმედით. ოჯახმა ბინის გაყიდვა ვერ მოასწრო, მყიდველი ვერ ნახეს, მაგრამ უნდა წავიდნენ, სხვა გზა არ აქვთ