ჟურნალისტი, რომელსაც სასამართლო პროცესების გაშუქების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევა პრაქტიკაში არ ჰქონია. ნინო თარხნიშვილი ჯარიმის გასაჩივრებას ხვალ აპირებს.
„თქვენ რატომ არ აბრძანდით?“ – მიმართა მოსამართლემ მოქალაქე სალომე შულაიას, რომელიც ასევე 200 ლარით დააჯარიმა.
მოსამართლემ თქვა, რომ მათ სასამართლოს მიმართ უპატივცემულობა გამოხატეს.
„ყველა რომ დგება ფეხზე, ყურში რომც არ გესმოდეთ, თვალში მაინც ალბათ ხედავთ, ესე იგი არ უნდა იყოთ გამონაკლისი“, – უთხრა მოსამართლემ ნინო თარხნიშვილს.
ჟურნალისტმა მოსამართლეს უთხრა, რომ ის ფეხზე ადგა, რაზეც ტყეშელაშვილმა უპასუხა – „დაბრძანდითო გითხრათ ვინმემ?“