გიორგი ახობაძის საქმესთან დაკავშირებით გამოჩნდა, რომ საქართველოში არის მაღალი სამართლებრივი სტანდარტი, მინდა, ერთი რამ გირჩიოთ, აქ საქმე არ ეხება არც ახობაძეს, არც პეტრეს და არც პავლეს, ნუ გამოაცხადებთ იმ ადამიანებს გმირებად, რომლებიც ბავშვებს პარავდნენ მორფს

გიორგი ახობაძის საქმესთან დაკავშირებით გამოჩნდა, რომ საქართველოში არის მაღალი სამართლებრივი სტანდარტი, მინდა, ერთი რამ გირჩიოთ, აქ საქმე არ ეხება არც ახობაძეს, არც პეტრეს და არც პავლეს, ნუ გამოაცხადებთ იმ ადამიანებს გმირებად, რომლებიც ბავშვებს პარავდნენ მორფს
ახობაძის საქმესთან დაკავშირებით გამოჩნდა, რომ საქართველოში არის მაღალი სამართლებრივი სტანდარტი, გამომდინარე იქიდან, რომ 100 %-იანი მტკიცებულებები არ იყო, 1 %-იც რომ რჩება, სასამართლო ვალდებულია, გაათავისუფლოს ადამიანი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სწორედ, ქვეყანაში არსებული მაღალი სამართლებრივი სტანდარტია ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ 1 000 მოძალადიდან მხოლოდ 20 ადამიანია დაკავებული.
„ახობაძის საქმესთან დაკავშირებით გამოჩნდა, რომ საქართველოში არის მაღალი სამართლებრივი სტანდარტი. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც 1000 მოძალადიდან მარტო 20 ადამიანია დაკავებული, არის, სწორედ, მაღალი სამართლებრივი სტანდარტი. აქაც არის მაღალი სამართლებრივი სტანდარტი, გამომდინარე იქიდან, რომ 100 %-იანი არ იყო მტკიცებულებები, 1 %-იც რომ რჩება, სასამართლო ვალდებულია, გაათავისუფლოს ადამიანი. როცა იცის, რომ ადამიანი არის გადავარდნილი ნარკომანი, მოიხმარს, ასაღებს ნარკოტიკებს და ა.შ. მაშინაც კი, თუ არ არის 100 %-იანი მტკიცებულებები, სასამართლოს ევალება გაათავისუფლოს ადამიანი. მე არ მინდა, გვარებში შევიდე, არც ერთ გვარს არ ვეხები. ვიდეო რომ არ იყო გადაღებული, სწორედ, ამის გამო გაათავისუფლეს ახობაძე პატიმრობიდან. საუბარია 100 %-იანი მტკიცებულების სტანდარტზე. მინდა, ერთი რამ გირჩიოთ, აქ საქმე არ ეხება არც ახობაძეს, არც პეტრეს და არც პავლეს, ნუ გამოაცხადებთ ადამიანებს გმირებად, რომლებიც ბავშვებს პარავდნენ მორფს, ეს არის ჩემი რჩევა,“- განაცხადა პრემიერმა.
Next: ჩვენ ვაპირებთ სარჩელის შეტანას საკონსტიტუციო სასამართლოში და ამ სარჩელის ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება გახდეს სწორედ 2008 წელს ომის დაწყება, რაც სააკაშვილმა აღიარა

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში