გიორგი ახობაძის თხოვნა ექიმებს – “იქნებ, ყურადღება მიაქციოთ”

რეჟიმის ტყვე, ექიმი გიორგი ახობაძე კოლეგებს მიმართავს:
„ყურადღების გამახვილება მინდა გიორგი ჩიკვაიძეზე, პატიმარზე, რომელსაც ძალიან მძიმე ნერვოლოგიური სიმპტომატიკა აქვს და მათ შორის ჩემს კოლეგებს მინდა ვთხოვო, რომ იქნებ რაღაც მომენტში ყურადღება მიაქციონ ამ ახალგაზრდა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას, იმიტომ რომ არ არის ეს [სახუმარო] მას სჭირს”, – თქვა გიორგი ახობაძემ დღეს გამართულ პროცესზე.
· გუშინ, 7 მაისს, გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა, მის ბიზნესპარტნიორ პაპიაშვილს კი 8 წლით