გიორგი ახობაძე ჩეჩინის გამომძიებელს: ადამიანის გაწირვით სახლში მიტანილი პური გგონია რომ შეგერგება აჩო? არავის არ დაავიწყდება ეს ამბები, არავის!

გიორგი ახობაძე ჩეჩინის გამომძიებელზე, რომელიც მისი მეჯვარეა, სტატუსს წერს:
როგორ ხარ აჩო(Achiko Natsvlishvili)? 8 წელი და 6 თვე! რამ გაგაბოროტა? ამაზე ხელი როგორ მოაწერე? ყველა სამსახურის დედა მ—–ნ აჩო, ყველა სამსახურის! 😡
შენ და რუსიშვილი კარგი პოლიციელები იყავით და ესე ცელი როგორ გამოისვით? რითი გაშინებენ? გამოდით და ილაპარაკეთ ხმამაღლა ბიჭო! გამოდით და ილაპარაკეთ! რას დაგამსგავსეს ატყობთ?! ესე როგორ იცხოვრებთ?!!!!!
საერთოდ შემთხვევით რომ ვარ გარეთ აცნობიერებ ამას? კიდე კაცმა არ იცის რა მოხდება!
გახსოვს რომ გკითხე, ესეთი მომენტი რომ დადგება, შენ როგორ მოიქცევითქო და რა მიპასუხე გახსოვს? რა შეიცვალა?
ადამიანის გაწირვით სახლში მიტანილი პური გგონია რომ შეგერგება აჩო? არავის არ დაავიწყდება ეს ამბები, არავის!