გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ ცნეს – ის დარბაზიდან გათავისუფლდა

პროევროპულ აქციაზე დაკავებული, ნარკოდანაშაულში ბრალდებული გიორგი ახობაძე მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა უდანაშაულოდ ცნო. ის დარბაზიდან გაათავისუფლეს.
მას გულშემატკივრები სასამართლოს ფოიესა და ეზოში შეძახილებით შეხვდნენ. გიორგი ახობაძემ მადლობა გადაუხადა მედიასაშუალებებს, რომლებიც მის სასამართლო სხდომებს აშუქებდნენ.
“ბრძოლა ბოლომდე!” – შესძახა სასამართლოდან გამოსულმა გიორგი ახობაძემ.
ექიმი გიორგი ახობაძე გასული წლის 7 დეკემბერს დააკავეს, როცა ის დედაქალაქის ცენტრში, რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციიდან სახლში ბრუნდებოდა.
პროკურატურა აცხადებდა, რომ ის ნარკოტიკულ საშუალებას ფლობდა. წაყენებული ბრალით, მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდა.
გიორგი ახობაძე ბრალს არ აღიარებდა და ამბობდა, რომ ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს.
„აუცილებლად მინდა ვისაუბრო მოტივზე, რის გამოც აქ ვართ შეკრებილები და რის გამოც ციხეში ჩამსვეს – თუ ერთი წინადადებით აღვწერთ, ეს საქმე არის „რუსული რეჟიმის“ მსახური, მხდალი, შეშინებული ადამიანების რევანშია ჩემ მიმართ. ზუსტად ამას მიფიქსირებდნენ დაკავების დროს.
სხვა რომ ვერაფრით ვერ მომერივნენ, – ვერც დაშინებით, ვერც დისკრედიტაციით (ჩემს მანქანაზე, სახლის ფასადზე წარწერებით), – მოიფიქრეს ბანალური „ჩადების საქმე“, რომელშიც განსაკუთრებულად დახელოვნებულები არიან – ეს -ის სავიზიტო ბარათია დამოუკიდებელი საქართველოს მანძილზე”, – თქვა მან 25 ივლისს თავის დასკვნით სიტყვაში.
მთელი ამ ხნის განმავლობაში მისი ადვოკატები აცხადებდნენ, რომ გიორგი ახობაძის საქმეში არ არსებობდა ე.წ. ნეიტრალური მტკიცებულება (ვიდეოჩანაწერი და ა.შ.), რომელიც მის დანაშაულს დაამტკიცებდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

,, 1-ში რომ გესვრიან, 2-ში რომ გესვრიან, 3-ში რომ გესვრიან, 4-ში რომ გესვრიან, 5-ში რომ გესვრიან, 6-ში რომ გესვრიან და 7-ში შენც რომ ესვრი, ეს ომის დაწყება კი არა, სამართლიანი თავდაცვაა” – ლევან ცუცქირიძე

ლევან ხაბეიშვილი – რატომ გიკვირთ კობახიძის განცხადებები?! რას ელით, რომ „გრუ“ სხვა „მესიჯს“ მისწერს მის წარმომადგენელს?! – საქმეს უნდა მივხედოთ და მშვიდობიანად დავამხოთ რუსული რეჟიმი!