გიორგი ახობაძე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი, გიორგი ახობაძე სასამართლო სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. მას ხელბორკილები მას შემდეგ მოხსნეს, რაც რამდენიმე წუთის წინ, დაკავებული ექიმი, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო.
ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გოტა ჭანტურია: საზმაუს მარში დაყადაღებულია. მარში იურიდიული პირი არ არის, მაგრამ მის არაერთ აქტიურ წევრს ერთდროულად მოგვივიდა ეს სასიხარულო ცნობა. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ამ ერთობის გაქრობას ცდილობენ