გიორგი ახობაძე – მეც 8 გრამი „აღმომიჩინეს“, ჩეჩინსაც, გრიბულისაც და ზინოვკინასაც, ერთი და იგივე ნარკოტიკი, ეტყობა სტანდარტული შეფუთვები აქვთ – ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რუსები არიან და ალბათ, იფიქრეს, რომ ხმაური არ იქნებოდა

პოლიციელებს უგორებენ კოჭს, რომ თუ მოქალაქეების მხრიდან იქნება გამოვლენილი ნებისმიერი წინააღმდეგობა, თუ ისინი არ დაგემორჩილებიან, ჩვენ ასე მოგართმევთ მათ ლანგარზე, – ასე ეხმაურება ექიმი გიორგი ახობაძე აქციების დროს დაკავებული 8 პირისთვის თავისუფლების აღკვეთას.
გიორგი ახობაძის განცხადებით, ხელისუფლება მოქალაქეებზე შიშით ზემოქმედებას ახდენს.
„ეს არის ერთგვარი ხარკი, რომელსაც პოლიტიკური ხელმძღვანელობა შინაგან საქმეთა სამინისტროს უხდის. ერთი მხრივ, ხარკი და მეორე მხრივ, დაშინების კამპანიაა მოქალაქეების მიმართ – ყველას დაგიჭერთ, ვინც ზედმეტ ან რეალურ წინააღმდეგობას გაგვიწევთ. ამით მოქალაქეებზე შიშით ზემოქმედებას ახდენენ, ეს მანიპულაციის ერთ-ერთი მეთოდია. მეორე მხრივ, პოლიციელებს უგორებენ კოჭს, რომ თუ მოქალაქეების მხრიდან გამოვლენილი იქნება ნებისმიერი წინააღმდეგობა, თუ ისინი არ დაგემორჩილებიან, ჩვენ ასე მოგართმევთ ლანგარზე მოქალაქეებს, ასე კანიბალიზმით არიან დაკავებული“, – განაცხადა გიორგი ახობაძემ.
გიორგი ახობაძის მოსაზრებით, ნარკოდანაშაულში ბრალდებულ სხვა პირებს თავისუფლების აღკვეთა იმიტომ მიესაჯათ, რომ რუსები არიან და „ალბათ, იფიქრეს, რომ ამხელა ხმაური არ იქნებოდა“.
„ჩემთანაც, ჩეჩინთანაც და თუ არ ვცდები თედოსთანაც [აბრამოვი, რომელიც სასამართლომ უდანაშალოდ ცნო], რაოდენობაც კი ერთი და იგივეა. 8 გრამი იყო ფხვნილი. მეც 8 გრამი „აღმომიჩინეს“, ჩეჩინსაც, გრიბულისაც და ზინოვკინასაც, ერთი და იგივე ნარკოტიკი. ეტყობა სტანდარტული შეფუთვები აქვთ. საქმეებს შორის სხვაობა ის არის, რომ ჩეჩინის საქმეში იყო ე.წ. ნეიტრალური მოწმე, რომელიც -სთან კონტრაქტით მომუშავე თარჯიმანი იყო, რომელიც დაისწრეს უცხო ქვეყნის მოქალაქესთან, ვითომ ენობრივი ბარიერი ჰქონდათ და არ იცოდნენ. პლუს ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, არიან რუსები და ალბათ, იფიქრეს რომ ამხელა ხმაური არ იქნებოდა მათზე. თუ არ ვცდები, ისინი გამოქცეული არიან დან, პუტინთან დაპირისპირებულები არიან და ჩეჩინი ნავალნის შტაბშიც მუშაობდა“, – განაცხადა გიორგი ახობაძემ, რომელსაც გამოძიება ნარკოდანაშაულს ედავებოდა, თუმცა 6 აგვისტოს სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.
ცნობისთვის, მოსამართლემ ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ანტონ ჩეჩინს 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ ზვიად ცეცხლაძეს, ვასილ კაძელაშვილსა და ვეფხია კასრაძეს 2 წლითა და 6 თვით, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და გიორგი გორგაძეს კი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბუტიკაშვილი – შეწყალებით ყაველაშვილს ლეგიტიმაცია მიეცა, ლეგიტიმაციას იღებს პარლამენტიც, რადგან იქ გახარიას წევრები შევლენ – ასე ხდება, როცა ბიძინას ეთამაშები: გახარიამ და ხაზარაძემ „თავი დაიწვეს“, ბიძინას მიწოდებული ნამცხვარი აღმოჩნდა ბომბი