გიორგი ახობაძე – კი ამბობენ, რომ სისტემატურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მაგრამ რასაც სისტემატურად მოვიხმარდი, არის „შტანგა“ – ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში იყო ეს პრობლემა და ამაყი რომ ვარ, დავამარცხე, ამ წუთას ამ მიმართულებით ჯანმრთელი ვარ

კი ამბობენ, რომ სისტემატურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მაგრამ რასაც სისტემატიურად მოვიხმარდი, არის შტანგა, – ამის შესახებ ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა ექიმმა გიორგი ახობაძემ პროკურორის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, როდესაც მას შმაგი გობეჯიშვილმა წარსულში ნასამართლეობასთან დაკავშირებით კითხვები დაუსვა.
ახობაძემ ისაუბრა მის წინააღმდეგ წარმოებულ ადმინისტრაციულ საქმეებზეც.
„2019 წლამდე ხდება, რაზეც პროკურორი აკეთებს პედალირებას. მარიხუანას მოხმარებაა ორი ეპიზოდი და ერთხელ MDMA. 2019-ში იყო ბოლო ეპიზოდი. პირველ პროცესზეც განვაცხადე, რომ ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში იყო ეს პრობლემა და ამაყი რომ ვარ, ეს დავამარცხე. ამ წუთას ამ მიმართულებით ჯანმრთელი ვარ.
ამის შესახებ, სრულფასოვანი გამოძიება რომ ჩაეტარებინა პროკურორს, 3 სხვადახხვა სპორტულ დარბაზში ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში „ფიტპასის“ შესვლა-გამოსვლების რეგისტრაციას ნახავდა, მინიმუმ, კვირაში 3-4-ჯერ.
კი ამბობენ, რომ სისტემატიურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მაგრამ რასაც სისტემატიურად მოვიხმარდი, არის „შტანგა“… არაფერი დასამალი არ მაქვს, ყველამ ყველაფერი იცის“, – განაცხადა ახობაძემ.
ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს