გიორგი ახობაძე: დავით გოგობერიშვილი … არც კი ვიცი რა დავწერო. აშკარაა, რომ მის თავს რაღაც ისეთი მოხდა, რაც ამ სისტემის ნაყოფია!

გიორგი ახობაძე:
“დავით გოგობერიშვილი … არც კი ვიცი რა დავწერო.
რამდენიმეჯერ ვისაუბრეთ ხანგრძლივად და როდესაც ველაპარაკე ჩადებებზე, კორუფციაზე პოლიციაში და ა.შ. არაადამიანობებზე ამ სისტემაში, მისგან აშკარად მოდიოდა ამ ყველაფრის მიუღებლობა, გინებით მოიხსენიებდა ამ ქცევას პოლიციის მხრიდან და ეს არ იყო ყალბი ემოცია.
აშკარაა, რომ მის თავს რაღაც ისეთი მოხდა, რაც ამ სისტემის ნაყოფია! არ ვიცი სუიციდია ეს, თუ აქამდე მიყვანა, თუ პირდპირ მკვლელობა, მაგრამ ეს ქნა ქოცურმა რეჟიმმა და ამ გამოსავლისგან არავინ ვართ შორს!
ფაქტია, რომ რეჟიმის ტყვეების მიმართ, მის ხელთ არსებულ ლიმიტებში მაქსიმალურად ყურადღებიანი იყო.
ცოტა უცნაურია ციხის დირექტორზე ამას წერდეს ადამიანი დღეს, მაგრამ ძალიან გული დამწყდა მის სიკვდილზე”, – წერს გიორგი ახობაძე.