გიორგი ახობაძე: გამარჯობა და გამარჯვება ყველას! ამიერიდან შევეცდები ჩემი სათქმელი ისევ ჩემი ფბ-თი მოგაწვდინოთ

საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული ექიმი გიორგი ახობაძე წერს:
„გამარჯობა და გამარჯვება ყველას! მე დავბრუნდი. არ მელოდით? ჯერჯერობით სოც-სივრცეში და მერე იმედია მალე ფიზიკურადაც შემოგიერთდებით.
ამიერიდან შევეცდები ჩემი სათქმელი ისევ ჩემი ფბ-თი მოგაწვდინოთ. პირველ რიგში მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ჟურნალისტებს, ვინც მოიხსენიებენ თავიანთ ეთერებში და გამოხატავენ მხარდაჭერას, აქტივისტებს, რომლებიც დაუღალავად და შემართებით, ჯიუტად იბრძვიან ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და არ გვივიწყებენ თავიანთ დატყვევებულ თანამებრძოლებს, იმ ადამიანებს, რომლებიც მიგზავნიან წერილებს, წიგნებს. განსაკუთრებული მადლობა ლალი ჯანაშიას და ს გუშინდელი მოლოცვისთვის და ყველას, ვინც ამა თუ იმ გზით დაბადების დღე მომილოცა. ფეისბუქის მოლოცვებს ამომიბეჭდავენ და შემომიგზავნიან, ძალიან დიდი მადლობა ყველას! ახლა პროცესისთვის ვემზადები, წერილებს ვერ ვწერ, მაგრამ ყველას აუცილებლად გიპასუხებთ. ბრძოლა ბოლომდე! გამარჯვებამდე!“

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები პირდაპირ ითხოვდნენ საქართველოსგან მეორე ფრონტის გახნას, ამას ადასტურებს დამატებით პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება

თაზო დათუნაშვილი ევროკომისიისთვის გაგზავნილ წერილზე – ჩვენ ვხედავთ ღია წერილებს, არც კი მინდა ვიცოდე, რა წერია არაღია წერილებში – ალბათ, გატენილია სისულელეებით, „დიფ სთეითზე“ დაუსაბუთებელი ბრალდებებით