ექიმმა გიორგი ახობაძემ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და მედიას, მათ შორის მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.
“ყველა მედიასაშუალებას დიდი მადლობას ვუხდი თანადგომისთვის, ასეთი დეტალური გაშუქებისთვის. ალბათ, სახლში რომ მივალ, შოკში ჩავვარდები, ისეთი მხარდაჭერა მქონდა თქვენგან. პირველი ემოცია, რაც მაქვს, არის მადლობა ყველას მიმართ. არ მჯერა, აქ რომ ვარ ახლა, მადლობა გვერდში დგომისთვის. ძალიან მიყვარხართ ყველა – ბრძოლა ბოლომდე“, – მიმართა სასამართლოს ეზოში საგულშემატკივროდ მისულ ადამიანებს გიორგი ახობაძემ.
***
