გიორგი ახობაძე გაამართლეს და დარბაზიდანვე გაათავისუფლეს

სასამართლომ სინდისის პატიმარი, გიორგი ახობაძე გაამაართლა, შესაბამისად, გამოდის მცდარად მიიჩნია პროკურატურის ბრალი. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გამოაცხადა.
ახობაძე დარბაზიდან გაათავისუფლეს, მას სასამართლოს შენობაში სინდისის პატიმრების მშობლები დახვდნენ.
ცნობისთვის, მოსამართლეს განაჩენი 25 ივლისს უნდა გამოეცხადებინა, თუმცა აღნიშნული სხდომა მოულოდნელად გადადო.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. გამოძიება ექიმს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედავება.

ასევე დაგაინტერესებთ

გოტა ჭანტურია: საზმაუს მარში დაყადაღებულია. მარში იურიდიული პირი არ არის, მაგრამ მის არაერთ აქტიურ წევრს ერთდროულად მოგვივიდა ეს სასიხარულო ცნობა. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ამ ერთობის გაქრობას ცდილობენ