გიორგი არხოშაშვილი: მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს ვინც ოდნავ კიდევ ფიქრობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ესაა ამაზრზენი მოსასმენი…

„მე გიორგი გიას ძე არხოშაშვილი. ვაცხადებ, რომელმაც ჩემი ცხოვრების 9 წელი გავატარე თავდაცვის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში. ღირსეულად ვატარებ რეინჯერის სამხარეს, ასევე ვარ სერჟანტთა კორპუსის წევრი. ასევე ავღანეთში ვასახელე ერი და სამშობლო, მაქვს ამერიკელი გენერლის მადლობა და მედალი. დახასიათება 9 წლის მანძილზე მხოლოდ ღირსეული მსახური
მე მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს ვინც ოდნავ კიდევ ფიქრობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ესაა ამაზრზენი მოსასმენი, აუტანელი ბრალდება, არ შეიძლება არ გადაკვეთო შენი ქვეყნის საზღვარი შენი მიწა და დაიწყო ომი ესაა ყოვლად მიუღებელი. რამდენი ხნის გასული იყო ომი, რომ გვიწამეს და მოგვიკლეს არჩილ ტატუნაშვილი, ჩაგვიცხრილეს გიგა ოთხოზორია. აგერ ორი წლის წინ სალოცავში მისული კაცი გინტური ჩაგვიცხრილეს, გაიტაცეს ორი ადამიანი და ყოველდღე მიმდინარეობს მცოცავი ოკუპაცია
რუსი არის ოკუპანტი და ის ვერ ძღება ქართული სისხლით. მას ისე სძულს ქართველები და საქართველო რომ, აფხაზები გვეომნენ ჩვენს მიწაზე აფხაზებს დაუდგნენ, ოსები გვეომნენ ჩვენს მიწაზე ოსებს დაუდგნენ. რუსი არის დამპყრობელი ოკუპანტი, ომი დაიწყო რუსეთმა!“ — წერს გიორგი არხოშაშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს, თბილისში კრიმინალური ოპერაცია აწარმოოს, ყველა უბანზე რაღაც ტიპის დარღვევები ვლინდება – არის ტენდენცია, რომ ამომრჩეველზე 2-2 ბიულეტენის გაცემა ხდება, დატრიალდა „კარუსელიც“

შსს – საპოლიციო დანაყოფები დედაქალაქის სხვადასხვა ადგილზეა მობილიზებული – მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილე პირებს, შეკრება გამართონ კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში