გიორგი არველაძემ პირდაპირ გადმოგვცა გასაღები ისე, რომ ვინ იყო მფლობელი ტელევიზიის, საერთოდ არ მინახავს. ეს იყო 2012 წლის ბოლო, არჩევნებიდან ხელისუფლების გადაბარებამდე

გიორგი არველაძემ პირდაპირ გადმოგვცა გასაღები ისე, რომ ვინ იყო მფლობელი ტელევიზიის, საერთოდ არ მინახავს. ეს იყო 2012 წლის ბოლო, დან ხელისუფლების გადაბარებამდე
გიორგი არველაძემ პირდაპირ გადმოგვცა გასაღები ისე, რომ ვინ იყო მფლობელი ტელევიზიის, საერთოდ არ მინახავს. ეს იყო 2012 წლის ბოლო, არჩევნებიდან ხელისუფლების გადაბარებამდე, – განაცხადა პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ.
„2012 წელს როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, მივედი ბადრის მეუღლესთან, ინა გუდავაძესთან და ვუთხარი, მოდი მე წავალ და დაველაპარაკები გიგი უგულავას მეთქი. გიგი უგულავა მონაწილეობდა [„იმედის“ დაბრუნების] მოლაპარაკებებში და რაღაც ურთიერთობა მქონდა. წავედი უგულავასთან და ვკითხე, აპირებდნენ თუ არა, რომ [ტელეკომპანიის] მმართველობა გადაეცათ [ბადრის ოჯახისთვის]. ვაპირებთო. ვუთხარი, მაშინ ჩამოვივლი და ვინც მოაწერა ხელი [„იმედის“ ჩამორთმევას] – პრეზიდენტს მოვაწერინეთ სააკაშვილს, მინისტრებს – გავაბათილებ ამ ხელშეკრულებას და ისევ გიჩივლებთ „იმედის“ გამო მეთქი. ეს რომ არ გავაკეთო, მოდი „იმედი“ დაგვიბრუნეთ მეთქი. ინამ მითხრა, ამას არ გააკეთებენო. უგულავამ გვითხრა, მიშას დაველაპარაკებიო, ელაპარაკა და გვითხრა, რომ ხვალ გელოდებათო. გიორგი არველაძემ პირდაპირ გადმოგვცა გასაღები ისე, რომ ვინ იყო მფლობელი ტელევიზიის, საერთოდ არ მინახავს. ეს იყო 2012 წლის ბოლო, არჩევნებიდან ხელისუფლების გადაბარებამდე. მეორე დილას შევედით „იმედში“. ძალიან ემოციური იყო ეს ყველაფერი. ასე დავიბრუნეთ „იმედი“, – აღნიშნა რუხაძემ.
Previous: არ გამიკვირდა, რომ ბინზნესის გადაფორმებაზე კეზერაშვილი მელაპარაკებოდა. თავდაცვის მინისტრი აქტიურად იყო გარეული ბიზნესებში, თავის ბიზნესები ჰქონდა. სააკაშვილის მთავრობაში პოზიცია მაინცდამაინც არაფერს ნიშნავდა

ასევე დაგაინტერესებთ

მალხაზ თოფურია 2011 წლის ვეტერანების აქციის დარბევის შემდგომ მოვლენებზე: ჯონ ბასს გაუკეთებია განცხადება, ეს რა ჩაიდინეთო. „ნაცმოძრაობისთვის“ უწმინდესი ადგილიდან წამოვიდა შენიშვნა და წაიშინეს თავში ხელები, მეორე დღეს 400 ლარის გადახდა დაგვეკისრა და გამოგვიშვეს ყველანი გარეთ

ვეტერანი მალხაზ თოფურია „ნაცმოძრაობის“ დროს ეროვნულ გვარდიაში შექმნილ ვითარებაზე: ომში დაღუპული ბიჭების სურათები ჩამოხსნეს, რემონტი კეთდებაო – შემდეგ გამოჩნდა გვარდიაში სარდალი წაქაძე, რომელმაც ეს სურათები ყუთებიდან გადმოყარა და წიხლებით შედგა, როდემდე უნდა ეყაროსო