გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიკვილაძე: #ბოდიშიგიორგი

“2008 წლის 9 აგვისტო… ,,ოსი ძმების” ჩექმა გიორგის ზურგზე.
#ბოდიშიგიორგი 🇬🇪” – წერს სოციალურ ქსელში თანამედროვე საქართველოს გმირის – გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიკვილაძე. 

ცნობისათვის,  “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ,  ბიძინა ივანიშვილმა გორში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: “26 ოქტომბრის ს დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.”