გიორგი ანთაძე – თუ ასე გაგრძელდა, დასავლეთთან ურთიერთობების აღდგენას და სათანადო რელსებზე დაბრუნებას დიდი დრო შეიძლება დასჭირდეს, ან კიდევ სულაც წარმოუდგენლად გართულდეს

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისის“ მკვლევარს, გიორგი ანთაძეს ესაუბრა.
– ბატონო გიორგი, საუბარი საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალური თემებით უნდა დაგვეწყო, მაგრამ, პენსილვანიაში -ს საპრეზიდენტო კანდიდატ ტრამპზე თავდასხმას გვერდს ვერ ავუვლით.
თქვე როგორც შეაფასებდით პენსილვანიაში დონალდ ტრაპზე განხორციელებულ თავდასხმას? თქვენი აზრით, მომხდარი რა გავლენას იქონიებს აშშ-ში მოახლოებულ არჩევნებზე?
– რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი ფაქტი მიუღებელია, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ხდებოდეს. ვფიქრობ, რომ ტრამპზე თავდასხმა ტრამპის საარჩევნო კამპანიაზე უფრო დადებით ზეგავლენას იქონიებს და ალბათ თვითონ ც შეეცდება საარჩევნოდ ამ თემის აქტიურ გამოყენებას. ამას თვითონ ამერიკის ისტორიული გამოცდილებაც გვკარნახობს, მითუმეტეს ეს არ არის პირველი შემთხვევა ამერიკის ისტორიაში.
1835 წლიდან მოყოლებული პრეზიდენტებზე განხორციელებული თავდასხმების 13 შემთხვევა იყო აქამდე. ცალკე საუბრის თემაა ის გამოხმაურება რაც ამ ფაქტმა საქართველოში გამოიწვია.
ვფიქრობ, რომ ტრამპზე თავდასხმა ტრამპის საარჩევნო კამპანიაზე უფრო დადებით ზეგავლენას იქონიებს და ალბათ თვითონ დონალდ ტრამპიც შეეცდება საარჩევნოდ ამ თემის აქტიურ გამოყენებას
საუბრები ეწ. „გლობალური ომის პარტიაზე“ ამ ჭრილშიც რა თქმა უნდა სასაცილოა. ვფიქრობ, გაცილებით სერიოზული თემებია განსახილველი იგივე ამერიკის არჩევნების ჭრილში რომელთაც გლობალური მნიშვნელობა გააჩნიათ.
ბაიდენის არადამაჯერებელი დებატების და გამოსვლების შემდგომ დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მისი სხვა დემოკრატიული კანდიდატით ჩანაცვლების საკითხი. ყველაზე აქტიური საუბარია ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისზე, ან მიჩიგანის შტატის გუბერნატორ, გრეჩენ უიტმერზე.
წინ „ცხელი“ ამერიკული არჩევნების პერიოდი გველოდება, ისევე როგორც საქართველოშიც. თუმცა, განსხვავებით საქართველოსგან ამერიკაში ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებია, შესაბამისად დარწმუნებული ვარ ყველაფერი სათანადოდ ჩაივლის.
– ნატოს საიუბილეო სამიტი, რომელიც ვაშინგტონში 9 ივლისს გაიხსნა 11 ივლისს დასრულდა.
ნატოს ვაშინგტონის სამიტზე მიღებული კომუნიკე საკმაოდ ვრცელია და მასში ბევრ რამეზეა საუბარი. მასში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა უკრაინისთვის დახმარებას და იმ გამოწვევებთან გამკლავებას, რომელიც მას შემდეგ გაჩნდა, რაც ში შეიჭრა და კოლექტიურ დასავლეთს დაუპირისპირდა.
გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები ნატოს ვაშინგტონის სამიტსა და ამავე სამიტზე მიღებულ ერთობლივ კომუნიკეზე?
– შეიძლება თამამად ითქვას, რომ აღნიშნული კომუნიკე ნატოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული და აღსანიშნავია. იგი ფაქტობრივად ეხება ყველა იმ თემას და გამოწვევას რაც დღევანდელ სამყაროში ნატოსა და კოლექტიური დასავლეთის წინაშე არსებობს. უყურადღებოდ არ ტოვებს არცერთ საყურადღებო მიმართულებას.
განსაკუთრებით ხაზს უსვამს ნატოს როგორც ალიანსის მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ ამტკიცებს ერთგულებას იმ ფუძემდებელი პრინციპების მიმართ რომელიც ნატოს შექმნის სათავეებიდან არსებობს.
როგორც თქვენ აღნიშნეთ, მასში განსაკუთრებული ადგილი უკავია უკრაინის საკითხს. ეს ბუნებრივია, ვინაიდან დღეს უკრაინაში გლობალური უსაფრთხოებისა და ძალთა ბალანსის საკითხები წყდება. სასწორზეა ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების მომავალი. უკრაინის ომის შედეგები ხომ ფართო გავლენას იქონიებს ზოგადად მსოფლიო წესრიგის ანატომიაზე.
ნატოს ვაშინგტონის სამიტი დასავლეთის ერთიანობისა და ურყეობის დემონსტრირებაც გახდა. მკაფიო მინიშნებები გაკეთდა, რომ ნატო და მისი წევრი ქვეყნები, პარტნიორებთან ერთად მზად არიან ძალების სრული მობილიზაცია მოახდინონ გლობალური გამოწვევების გასამკლავებლად და დასავლური ღირებულებების დასაცავად
განსაკუთრებულად ხაზგასმულია ასევე ჩინეთისგან მომდინარე საფრთხეები და მისი დესტრუქციული გავლენა გლობალურ პროცესებზე, მათ შორის რუსეთის უნარზე აწარმოოს ომი უკრაინაში. ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ნატოს ვაშინგტონის სამიტი დასავლეთის ერთიანობისა და ურყეობის დემონსტრირებაც გახდა. მკაფიო მინიშნებები გაკეთდა, რომ ნატო და მისი წევრი ქვეყნები, პარტნიორებთან ერთად მზად არიან ძალების სრული მობილიზაცია მოახდინონ გლობალური გამოწვევების გასამკლავებლად და დასავლური ღირებულებების დასაცავად.
რამდენად გამოუვათ ეს ცალკე საუბრის საკითხია, თუმცა მზაობა ამის არსებობს.
– თუ ნატოს სამომავლო გეგმებზე ვკონცენტრირდებით, რჩება შთაბეჭდილება, ნატო, აშშ და ევროპა რუსეთთან გრძელვადიანი დაპირისპირებისთვის ემზადება. რეალობას არ შეესაბამება მტკიცება, რომ ნატოს უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე საუბარიც არ უნდა.
შესაძლოა, ამ ეტაპზე ეს საქართველოს უფრო ეხება, ვიდრე უკრაინას, მაგრამ რაც შეეხება უკრაინას, საუბარია არა მხოლოდ უკრაინის სამხედრო იარაღით მომარაგებაზე, არამედ ვალდებულების აღებაზე იმაზე, რომ „უკრაინის ნატოში გაწევრიანება გარდაუვალია“, არამედ იმაზეც, რომ „აშშ-ს სტრატეგიაა უკრაინის გამარჯვება“.
მეტიც, კოლექტიურმა ნატომ და აშშ-მ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, ტრამპმა არ დააზიანოს არც ნატო და არც უკრაინა.
აშშ-სა და გერმანიის ერთობლივ განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ მზადდება გერმანიაში SM-6,-სა და ჰიპერხმოვანი, ორ მანძილზე სროლისთვის განკუთვნილი Tomahawk- ის განლაგება.
თუ ამას დავუმატებთ იმასაც, რომ ნატოს სამიტმა განსაზღვრა ჩინეთის მიმართ პოზიციები. მხედველობაში მაქვს ის, რომ ნატოს დოკუმენტში „უკრაინის ომთან დაკავშირებით ჩინეთი დასახელებულია რუსეთის დამხმარე საკვანძო ქვეყნად“.
მეტიც, დოკუმენტში ნათქვამია, რომ „პეკინი აგრძელებს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისათვის სისტემური გამოწვევების შექმნას“.
რამდენად მართებულია მტკიცება, რომ აშშ და ევროპა რუსეთთან გრძელვადიანი დაპირისპირებისთვის ემზადება?
– აბსოლუტურად სწორი დაკვირვებაა. ნატოს და დასავლეთის გრძელვადიანი უსაფრთხო და სტაბილური არსებობისათვის აუცილებელი გახდა რეალობისთვის თვალის გასწორება. კერძოდ ის, რომ დღეს ჩამოყალიბდა სახელმწიფოთა ჯგუფი, რომელიც არსებული მსოფლიო წესრიგის გადახედვით არიან დაკავებული და ბუნებრივია ამ პროცესის არდში პირველ რიგში ჩინეთია და მერე რუსეთი.
დასავლეთს საკუთარი ინტერესების დასაცავად მოუწევს მოახდინოს ძალების მობილიზება, რომ დასავლური დემოკრატიული სამყაროს წევრები მომზადებულები იყვნენ იმ საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე, რაც ამ გლობალური ტრანსფორმაციული პროცესების ნაწილია.
დასავლეთს საკუთარი ინტერესების დასაცავად მოუწევს მოახდინოს ძალების მობილიზება, რომ დასავლური დემოკრატიული სამყაროს წევრები მომზადებულები იყვნენ იმ საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე, რაც ამ გლობალური ტრანსფორმაციული პროცესების ნაწილია
ომმა უკრაინაში მკაფიოდ აჩვენა, რომ დასავლეთი ჯერ კიდევ არ არის მზად გლობალური დაპირისპირებისათვის ავტოკრატიული ძალების წინააღმდეგ და არაერთ მიმართულებაზე მნიშვნელოვანი გამოწვევების გადალახვა მოუწევთ. ეს პირველ რიგში ეხება ტექნოლოგიების და სამხედრო მრეწველობის საკითხებს, რომელთა დროული განვითარების გარეშე იგივე ნატოს ძალიან გაუჭირდება იყოს ქმედითი და კონკურენტუნარიანი. ეს ყველაფერი სამიტის კომუნიკეში მკაფიოდ არის დაფიქსირებული და გამოხატულია სრული მზაობა ძალისხმევის მობილიზებისთვის.
ჯამში გლობალური მსოფლიო წესრიგი ისე იცვლება, რომ ორი მთავარი ბანაკი ყალიბდება ვაშინგტონის და პეკინის ირგვლივ, შესაბამისად დასავლეთი მზად უნდა იყოს გრძელვადიანი დაპირისპირებისათვის. ასეა, რადგან არავინ იცის ზუსტად თუნდაც უკრაინაში ომის დასრულების შემდგომ, სად იქნება მორიგი კრიზისი და რა მასშტაბის რესურსების ჩართულობას მოითხოვს ის დასავლეთის მხრიდან.
გლობალური მსოფლიო წესრიგი ისე იცვლება, რომ ორი მთავარი ბანაკი ყალიბდება ვაშინგტონის და პეკინის ირგვლივ, შესაბამისად დასავლეთი მზად უნდა იყოს გრძელვადიანი დაპირისპირებისათვის. ასეა, რადგან არავინ იცის ზუსტად თუნდაც უკრაინაში ომის დასრულების შემდგომ, სად იქნება მორიგი კრიზისი და რა მასშტაბის რესურსების ჩართულობას მოითხოვს ის დასავლეთის მხრიდან
– სამწუხაროა, რომ ნატოს სამიტის კომუნიკეში საქართველოზე, როგორც ნატოს ასპირანტ ქვეყანაზე ცოტა რამ წერია.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, რომელიც სამიტს ესწრებოდა, სამიტის შეჯამებისას განაცხადა – „სამიტი იყო ძალიან შედეგიანი, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა წევრი და პარტნიორი ქვეყნების ძლიერი ერთიანობა. საიუბილეო სამიტი უფრო დატვირთულია გლობალური გზავნილებით, შესაბამისად ყველაფერი ვერ მოხვდებოდა დოკუმენტში“
არადა, საქართველო ნატო-ს ასპირანტი ქვეყანაა. ბუქარესტის სამიტიდან მოყოლებული, ნატოს სამიტის დოკუმენტში მანამდე საუბარი იყო ნატო-საქართველოს ურთიერთობების წინსვლასა და გეგმებზე.
ამჯერად კი დოკუმენტში საქართველო მხოლოდ ერთხელაა ნახსენები, ისიც იმ კონტექსტში, რომ ნატო რუსეთს მოუწოდებს გაიყვანოს თავისი ძალები მოლდოვიდან და საქართველოდან.
თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რომ საქართველო ნატოს გეგმებიდან გამქრალია? სამიტის შემდეგ, სავარაუდოდ, როგორ გაგრძელდება ნატო-საქართველოს ურთიერთობები?
– ვფიქრობ, ნატო-საქართველოს ურთიერთობები მთლიანად ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების ჭრილში უნდა განვიხილოთ.
ეჭვგარეშეა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის რადიკალური შემობრუნების გზას დაადგა. საუბრები იმაზე, რომ მხოლოდ საარჩევნოდ ხდება ეს არა სწორი იქნება, ვინაიდან ფუნდამენტურად დაზიანდა ჩვენი ურთიერთობები დასავლეთთან და ამის შემობრუნებას და გასწორებას დიდი დრო დასჭირდება.
ეჭვგარეშეა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის რადიკალური შემობრუნების გზას დაადგა. საუბრები იმაზე, რომ მხოლოდ საარჩევნოდ ხდება ეს არა სწორი იქნება, ვინაიდან ფუნდამენტურად დაზიანდა ჩვენი ურთიერთობები დასავლეთთან და ამის შემობრუნებას და გასწორებას დიდი დრო დასჭირდება
ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის პირობებში დასავლეთთან ურთიერთობები გაიყინება და მნიშვნელოვანი პროგრესი ნაკლებად მოსალოდნელია.
ბევრი მინიშნება გაკეთდა იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლების სურვილის შემთხვევაში გაცილებით მეტის მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი, მათ შორის ამ სამიტზეც. დღეს კი გვაქვს რეალობა, სადაც ბოლო 20 წლის მანძილზე ყველაზე უფერული ჩანაწერი გაკეთდა საქართველოსთან დაკავშირებით, რაც პირდაპირ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი არის.
მოგეხსენებათ, ეს ურთიერთობები მხოლოდ რიტორიკა არ არის. უკვე კონკრეტული ნაბიჯები მოყვა დასავლეთიდან, შეწყდა არა ერთი დახმარება და ინიციატივა, რაც ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინსტიტუტების განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი იყო. ნატო-საქართველოს ურთიერთობები კი გაგრძელდება ისე, როგორც ჯამში დასავლეთთან ურთიერთობები, მითუმეტეს მკაფიოდ გვითხრა ნატოს გენერალურმა მდივანმა, რომ პროგრესი ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით, პირდაპირ გავლენას იქონიებს ნატოს მიმართულებაზეც.
ბევრი მინიშნება გაკეთდა იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლების სურვილის შემთხვევაში გაცილებით მეტის მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი, მათ შორის ამ სამიტზეც. დღეს კი გვაქვს რეალობა, სადაც ბოლო 20 წლის მანძილზე ყველაზე უფერული ჩანაწერი გაკეთდა საქართველოსთან დაკავშირებით, რაც პირდაპირ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი არის
მმართველი გუნდის ბოლო პერიოდის რიტორიკა, გადადგმული ნაბიჯები, ისეთი როგორიც არის ანაკლიის პორტის გადაცემა ჩინურ მხარეზე, ეწ. „რუსული კანონის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით გამყარებული ისტორიული არჩევანის გადახედვა. ანტი-დასავლური რიტორიკით და ნაბიჯებით ის ეჭვს ქვეშ აყენებს ბოლო 30 წლის მანძილზე თაობების მიერ გაწეულ შრომას, ჯაფას და დაღვრილ სისხლს საქართველოს ინტერესების დასაცავად, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციას გულისხმობს.
ამის ფონზე, პირიქით, მოსალოდნელია ანტი-დასავლური რიტორიკის კიდევ უფრო გაძლიერება და ე.წ. კონსერვატიული და პოპულისტური იდეებით ხალხის მასობრივი ცნობიერებით მანიპულირება, როგორც არჩევნების დროს, ასევე მის მერეც.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ქვეყანა დგას გზა გასაყარზე, არა მარტო საგარეო პოლიტიკური კურსის თვალსაზრისით, არამედ სასწორზე დგას საქართველოს როგორც დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების მქონე ქვეყნის მომავალი.
ამიტომ ჩვენი შიდაპოლიტიკური ვითარება რა თქმა უნდა, პირდაპირ გავლენას ახდენს ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზეც. თუ ასე გაგრძელდა, დასავლეთთან ურთიერთობების აღდგენას და სათანადო რელსებზე დაბრუნებას დიდი დრო შეიძლება დასჭირდეს, ან კიდევ სულაც წარმოუდგენლად გართულდეს დაკარგული დროის და შეცვლილი საგარეო ვითარებების გამო.
დღეს ჩვენ ვუყურებთ სახელმწიფოს ინსტიტუტების ფუნქციონალურ ატროფიას და მათი ერთპიროვნული მმართველობის ქვეშ დაქვემდებარებას. ასეთი ვითარების შენარჩუნების შემთხვევაში ოპტიმისტური პროგნოზების გაკეთება დასავლეთთან ურთიერთობების დალაგების თვალსაზრისით ძნელი გასაკეთებელია.
დღეს ჩვენ ვუყურებთ სახელმწიფოს ინსტიტუტების ფუნქციონალურ ატროფიას და მათი ერთპიროვნული მმართველობის ქვეშ დაქვემდებარებას. ასეთი ვითარების შენარჩუნების შემთხვევაში ოპტიმისტური პროგნოზების გაკეთება დასავლეთთან ურთიერთობების დალაგების თვალსაზრისით ძნელი გასაკეთებელია
– აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტმა „მეგობარი Act”- ის კანონპროექტი ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ და კონგრესმენმა ჯო უილსონმა (სამხრეთ კაროლინა) და კონგრესმენებმა სტივ კოენმა (ტენესი), რიჩარდ ჰადსონმა (ჩრდილოეთ კაროლინა), მარკ ვეისმა (ტეხასი) წარუდგინეს.
კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას და კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით რუსეთის გავლენას დაუპირისპირდეს.
სხვა საკითხებთან ერთად დაგეგმილია მოხსენებების მომზადება ისეთ თემებზე, როგორიცაა რუსეთის სადაზვერვო აქტივები: საქართველოში რუსული დაზვერვის შეღწევისა და ჩინეთთან პოტენციური თანამშრომლობის შეფასება.
სანქციები ქართველ ფიზიკურ პირებზე: იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრიან და მათთვის სანქციებისა და მოგზაურობის აკრძალვების დაწესება.
რას შეიძლება ნიშნავდეს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის მიერ „მეგობარი Act”- ის კანონპროექტი ორპარტიული მხარდაჭერით მიღება და შემდგომ მისი ამ ამოქმედება?
– ისევე როგორც გლობალურ პროცესებში ანტი-დემოკრატიული ძალების დაპირისპირება დემოკრატიულ სამყაროსთან კიდევ დიდხანს გაგრძელდება, ასევე იქნება საქართველოს შიგნით ამ დაპირისპირების ექოც, რაც გამოიხატება პროდასავლური ძალებისა და თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ბრძოლით საქართველოს ავტოკრატიულ რელსებზე გადაყვანის წინააღმდეგ.
ეს ბრძოლა არ იქნება მარტივი და სწრაფი როგორც ჩანს, ამიტომ საქართველოს პროდასავლური და დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერა ტრადიციული პარტნიორებისა და ინსტიტუტების მხრიდან ისევ მნიშვნელოვანი იქნება. ამისათვის მზაობას ღიად აცხადებს როგორც ევროკავშირი, ასევე შეერთებული შტატებიც. შესაბამისად „მეგობარი აქტიც“ ამავე ჭრილში უნდა განვიხილოთ.
საქართველოს პროდასავლური და დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერა ტრადიციული პარტნიორებისა და ინსტიტუტების მხრიდან ისევ მნიშვნელოვანი იქნება. ამისათვის მზაობას ღიად აცხადებს როგორც ევროკავშირი, ასევე შეერთებული შტატებიც. შესაბამისად „მეგობარი აქტიც“ ამავე ჭრილში უნდა განვიხილოთ
ის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება საქართველოში დემოკრატიული ძალების მხარდაჭერისათვის. ამასთან ერთად, ისიც ხაზგასასმელია, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ბოლო წლებში გარკვეულწილად ერთ ნიშნულზე გაჩერდა და მნიშვნელოვანი კონკრეტული ხელშესახები პროგრესი არ ყოფილა, როგორიც იქნებოდა მაგალითად თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის თვისობრივად ახალ საფეხურზე გადასვლა, უვიზო მიმოსვლა ან თავისუფალი ვაჭრობა.
იმედი ვიქონიოთ, რომ ყველა ეს ნაბიჯი მომავალში გადაიდგმება, თუმცა ამისათვის აუცილებელია საქართველო დაუბრუნდეს პროდასავლური განვითარების გზას. საუბრები მითურ თუ მისტიკურ გლობალური ომის პარტიაზე ამ პროცესებს ნამდვილად ვერ დაეხმარება.
– საგარეო ურთიერთობებში ასეთი სურათი გვაქვს – აშშ-მ საქართველოსთვის სამხედრო სფეროსთვის დახმარების შეჩერება და საქართველოში დაგეგმილ სამხედრო სწავლებებში მონაწილეობაზე უარი თქვა.
ევროკავშირმაც უარი თქვა ჩვენს სამხედრო სფეროს დაეხმაროს. საფრანგეთის, გერმანიისა და დანიის მთავრობებმა, შეაჩერეს საქართველოს მთავრობისთვის პირდაპირი დახმარებები. ევროკავშირის ელჩმა კი პირდაპირ გვითხრა, რომ თუ ხელისუფლება კურსს არ შეიცვლის, საქართველოს ევროპული მომავალი ბუნდოვანი იქნება.
შესაძლოა, ვცდებოდე, მაგრამ, სულ უფრო ცხადად ჩანს, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ელოდებიან ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ამის შემდეგ განსაზღვრავენ ოფიციალურ თბილისთან პოზიციებს.
რამდენად დიდია იმის ალბათობა, იმ შემთხვევაში, თუ ოქტომბრის არჩევნებზე ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით არ მოხდა, საქართველოს ევროპული და ატლანტიკურ მომავალზე საუბარი დასრულებულად ჩაითვლება?
– დასრულებულად ვერ ჩაითვლება მანამ სანამ, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები ცოცხალია და ჯერ კიდევ აქტიურია სამოქალაქო საზოგადოება და პროდასავლური პოლიტიკური დღის წესრიგი.
ამიტომ არის განსაკუთრებული საფრთხის შემცვლელი კანონი „უცხოური ძალის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ , ვინაიდან იგი მარტივად შეიძლება იქცეს საქართველოში თავისუფალი აზრის წინააღმდეგ მიმართულ ინსტრუმენტად, როგორც არ უნდა ეცადონ მის შენიღბვას გამჭვირვალობის მანტიით.
მარტო დარჩენა გლობალური გამოწვევების და ჩვენი დიდი ხნის საფრთხეების წინაშე, ამერიკის, ევროკავშირის და ჩვენი ტრადიციული პარტნიორების გარეშე, უდიდესი რისკების შემცველია ქვეყნისათვის
ამასთან ერთად საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივა მხოლოდ შიდა პროცესებზე დამოკიდებული არ არის, რა თქმა უნდა მასზე უდიდეს გავლენას ახდენს საერთაშორისო პროცესებიც. მათ შორის დიდი გავლენა ექნება უკრაინის ომის დასრულებას და მის შედეგებს.
ამიტომ ამ პროცესებში მაქსიმალური სარგებლის მისაღებად საქართველო პროაქტიული უნდა იყოს დასავლეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით, განსხვავებით იმისგან, რასაც დღეს ვაკეთებთ. მარტო დარჩენა გლობალური გამოწვევების და ჩვენი დიდი ხნის საფრთხეების წინაშე, ამერიკის, ევროკავშირის და ჩვენი ტრადიციული პარტნიორების გარეშე, უდიდესი რისკების შემცველია ქვეყნისათვის.
– ამასობაში, უცნაურ რამესაც ვხედავთ ხოლმე. ადამიანები, რომლებიც შარშან, როცა ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა, ახლა მოუხშირეს იმაზე საუბარს, რომ საქართველოსთვის ნეიტრალური სტატუსი ყველაზე კარგი იქნებოდა. ის ევროპა და ამერიკა 30 წლის წინ რომ მივილტვოდით, სულად არ აღმოჩნდა ისეთი, როგორიც გვეგონა და ასე შემდეგ.
მეტიც, აქტიურად და ღიად საუბრობენ იმაზე, რომ კოლექტიურ დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობს საქართველოზე კულუარული მოლაპარაკებები და რომ „დასავლეთი საქართველოს საკითხზე რუსეთს გაურიგდა და ჩვენ რუსულ სივრცეში გვტოვებს“.
თქვენთვის რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება ამგვარი მტკიცებები?
– ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ნეიტრალური სტატუსი ჩვენ მდგომარეობაში მყოფი მცირე სახელმწიფოებისათვის ტრაგიკული არჩევანი შეიძლება გახდეს, ვინაიდან ფაქტობრივად მარტო რჩები ყველა იმ დიდი საფრთხის წინაშე რაც დღეს საქართველოს წინაშე არსებობს. სულ სხვა არის კოლექტიური უსაფრთხოება და მისი სრულფასოვანი წევრობა.
ნეიტრალური სტატუსის მქონე ქვეყნებს ტრადიციულად თვითონ უწევს საკუთარ უსაფრთხოებაზე და თავდაცვაზე ზრუნვა, რაც მატერიალური თვალსაზრისით ორმაგად და ოთხმაგად ძვირი უჯდებათ ხოლმე. ამიტომ ყველა ის რისკი რაც ნეიტრალურობას ახლავს თავს მკაფიოდ უნდა გვესმოდეს.
ნეიტრალური სტატუსის მქონე ქვეყნებს ტრადიციულად თვითონ უწევს საკუთარ უსაფრთხოებაზე და თავდაცვაზე ზრუნვა, რაც მატერიალური თვალსაზრისით ორმაგად და ოთხმაგად ძვირი უჯდებათ ხოლმე. ამიტომ ყველა ის რისკი რაც ნეიტრალურობას ახლავს თავს მკაფიოდ უნდა გვესმოდეს
რაც შეეხება გარიგებას კულისებში, მე ამის ნაკლებად მჯერა, ზოგადად საერთაშორისო პოლიტიკური პროცესები გაცილებით მრავალწახნაგოვანი პროცესების, გარემოებების და კონკრეტული ნაბიჯების შედეგია. ამასთან ერთად, არ არსებობს ერთი ცენტრი ვისთანაც ე.წ. გარიგება მოხდებოდა.
დღევანდელი მსოფლიო წესრიგი საკმაოდ დინამიკური და შეიძლება ითქვას ქაოსური და კომპლექსურია იმისთვის, რომ მასზე „ცივი ომის“ დროინდელი ტერმინებითა და წარმოდგენებით ვსაუბრობდეთ. მსგავსი წარმოდგენების დამკვიდრება ემსახურება ნიჰილისტური განწყობების შექმნას ქვეყნის მოსახლეობაში, რომ მათი ბედი არ არის დამოკიდებული მათზე და ნაკლებად იყვნენ ჩართულნი საკუთარი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს ე.წ. „ჩვენ არავინ გვეკითხება“ განწყობების შექმნაა.
კომუნიკაცია პოლიტიკურ პროცესებში უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და მაშინ როდესაც დღეს არსებული ოფიციალური ქართული რიტორიკა და კომუნიკაციების არხები გაჯერებულია ანტიდასავლურ პროპაგანდით, სპეკულაციებით ტერიტორიული მთლიანობის თემებზე, საუბრები გარიგებებზე საკუთარი მოსახლეობის ტვინის გამორეცხვის მცდელობას უფრო გავს ვიდრე სერიოზულ მსჯელობას პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებზე.
– ამ ყველაფრის ფონზე როგორ ფიქრობთ როგორი იქნება უკრაინის ომის მომავალი და როდის ან როგორ შეიძლება დასრულდეს იგი?
– უკრაინის ომის მიმდინარეობა და განსაკუთრებით მისი დასასრული მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურისათვის ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხი იქნება. დღეს ბრძოლის ველზე არსებული სიტუაცია არ იძლევა უკრაინისთვის დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვების საშუალებას, რაც ასე აუცილებელია მისი ტერიტორიული მთლიანობისათვის და მოსკოვის დამარცხებისათვის. ამ მხრივ მნიშვნელოვანი იქნება დასავლური დახმარების ზრდა და უკრაინული სამობილიზაციო ძალისხმევის დაძაბვა.
რაც არ უნდა დიდი მოცულობის დახმარება წამოვიდეს დასავლეთიდან, აუცილებელია უკრაინამ სახმელეთო კომბინირებული ფართო შეტევითი ოპერაციები წარმატებით განახორციელოს და პროგრესი ჰქონდეს ტერიტორიების დაბრუნების მხრივ.
წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი ალბათობაა იმის, რომ ადრე თუ გვიან კიევს არსებულ რეალობასთან შეგუება მოუწიოს და ომი იმ მოცემულობით დასრულდეს, რაც კონკრეტულ დროს ფრონტის ხაზზე იქნება. უნდა გვახსოვდეს, რომ სანამ პუტინია რუსეთის სათავეში, ან თუ მისი წასვლის შემდგომ იგივე იდეოლოგიური პარადიგმები იქნება მოსკოვში გაბატონებული, ახალი აგრესიის საფრთხეები როგორც უკრაინის წინააღმდეგ, ასევე საქართველოსთვისაც დარჩება დღის წესრიგში.
დიდი ალბათობაა იმის, რომ ადრე თუ გვიან კიევს არსებულ რეალობასთან შეგუება მოუწიოს და ომი იმ მოცემულობით დასრულდეს, რაც კონკრეტულ დროს ფრონტის ხაზზე იქნება
ამიტომ, ასეთ რეალობაში ჩვენი ხელისუფლების ანტი-დასავლური რიტორიკის შედეგად საქართველოს მარტო დარჩენა, ჩინეთის ან სხვა „ავტოკრატიული მეგობრების“ ამარა, ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებით ჟონგლიორობას ემსგავსება, რაც არ არის პასუხისმგებლობიანი ხელისუფლების საქციელი.
სამყარო გეოპოლიტიკური რყევების ეპოქაშია შესული და ჩვენ ამ დროს მყარად დგომა მოგვეთხოვება, რაც დღევანდელი საშინაო პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, უაღრესად გაჭირდება. იმედი ვიქონიოთ უკეთესი მომავლის.
„ინტერპრესნიუსი”
კობა ბენდელიანი