გიორგი ამილახვარმა საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, პირველ მოადგილე ალექსანდრე წულაძესთან ერთად, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ენრიკო ვალვოსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საუბრისას გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა ენრიკო ვალვოს ნაყოფიერი თანამშრომლობისა და განათლების სფეროში განხორციელებული ერთობლივი პროექტებისთვის. მინისტრმა იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
თავის მხრივ, ენრიკო ვალვომ მადლობა გადაუხადა გიორგი ამილახვარს სამაგალითო პარტნიორობისა და სკოლებში იტალიური ენის სწავლების მხარდაჭერისთვის. ელჩმა განსაკუთრებით აღნიშნა ის ფაქტი, რომ მინისტრის გადაწყვეტილებით, 2023 წლიდან იტალიური ენის მასწავლებლებს საგნობრივი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა მიეცათ.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ განათლების მიმართულებით ქვეყნებს შორის არსებული მრავალწლიანი პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სუთიძე: საქართველოს საპატრიარქოში ვისაც თავი აქვს და არა კისრის გაგრძელება, უნდა ესმოდეს, რომ როგორიც უნდა იყოს ახლა სახელისუფლებო პროპაგანდის წნეხი, ნებისმიერი სანქცია, რომელსაც გამოიყენებთ არქიმანდრიტი დოროთესა თუ სხვების მიმართ, იქნება დამანგრეველი თქვენი რეპუტაციისთვის