გიორგი ამილახვარმა ნორვეგიის ელჩთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა საქართველოში ნორვეგიის ელჩთან, ბერგლიოტ ჰოვლანდთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და ერთობლივი პროექტების განხორციელების გზები განიხილეს.
„მინისტრმა ელჩს განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე რეფორმები გააცნო და მადლობა გადაუხადა საქართველოში ინკლუზიური განათლების განვითარების მხარდაჭერისთვის.
საუბარი შეეხო პროექტს – „არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე“, რომლის ფარგლებშიც ნორვეგიელი ექსპერტების მონაწილეობით, ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი ეროვნული სისტემის მოდელი შემუშავდა.
ნორვეგიის ელჩმა დადებითად შეაფასა ინკლუზიური განათლების განვითარების კუთხით სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები, მინისტრს სამაგალითო პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა და თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ბრალი წარედგინა დანაშაულებრივი ჯგუფის 12 წევრს, რომელთაც მრავალჯერადად მიმართეს „სოფლის განვითარების სააგენტოს“ და ყალბი დოკუმენტების საფუძველზე სააგენტოსგან მიღებულ დიდი ოდენობით თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ

ვიქტორ ყიფიანი – კობახიძე ევროპას გამოჯანმრთელებას უსურვებს, როცა მისი განცხადება სიჯანსაღით არ გამოირჩევა, ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან ცეცხლთან თამაშია – „ოცნება“ მიჰყვება გეგმას, რომელიც მარტო ადგილობრივი წარმომავლობის არ არის