გიორგი ამილახვარმა მორიგი შეხვედრა მასწავლებლებთან ქალაქ რუსთავში გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გიორგი ამილახვარი მასწავლებლებთან შეხვედრებს აგრძელებს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მინისტრმა სკოლის პედაგოგებთან მორიგი შეხვედრა ქალაქ რუსთავში გამართა, რომელშიც მონაწილეობა 150-ზე მეტმა მასწავლებელმა მიიღო.
ინფორმაციის თანახმად, გიორგი ამილახვარმა შეხვედრის მონაწილეებს მასწავლებელთა მხარდაჭერის, მათი პროფესიული განვითარების მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები გააცნო და პედაგოგებს ახალი სახელფასო პოლიტიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
„შეხვედრაზე საუბარი შეეხო სხვადასხვა აქტუალურ საკითხს. მათ შორის, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი დოკუმენტის შემუშავებას, ეროვნულ სასწავლო გეგმას, საგნობრივი სტანდარტების განახლებას, სახელმძღვანელოების გადახედვას, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განსახორციელებელ ცვლილებებს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მასწავლებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით შეკითხვები დაესვათ და უშუალოდ მინისტრისგან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ამილახვარის ინიციატივით მასწავლებლებთან შეხვედრები ეტაპობრივად მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება, რათა პედაგოგთა წინაშე არსებულ პრობლემებზე მოხდეს დროული რეაგირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა.
მასწავლებლებთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლის მხარეში, გიორგი დოხტურიშვილმა, რუსთავის მერმა მ და საქართველოს პარლამენტის წევრებმა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ