გიორგი ამილახვარმა ლანჩხუთის 1-ელი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან ერთად, ლანჩხუთში პირველი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს პირადად გაეცნო.
განათლების სამინისტროს ცნობით, სკოლის შენობის სრულ რეაბილიტაციას, „პრემიერ-მინისტრ ს გადაწყვეტილებით მიმდინარე უპრეცედენტო მასშტაბური პროექტის ფარგლებში, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს“.
ინფორმაციის თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 5 მილიონ ლარს შეადგენს, სამშენებლო ნორმების დაცვით, ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით ხორციელდება.
„სამუშაოების დასრულების შემდეგ სკოლაში სასწავლო სივრცეებთან ერთად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, სასადილო, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი. სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: მოეწყობა ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი. სკოლა სრულად აღიჭურვება ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და ინვენტარით.
ინფრასტრუქტურული პროექტის შედეგად, 2024 წლის ბოლოსთვის, ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის 600-ზე მეტი მოსწავლე სწავლას სრულად ადაპტირებულ, თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ სკოლაში გააგრძელებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე მელიაზე – თავი დააჭერინა – წინა დღეს პოლიციელების შეურაცხყოფას არ დააპირებდა, რომ არ ჰქონოდა განზრახვა, რომ დაეჭირათ და თავი ემართლებინა, რა ვქნა, წინა დღეს დამიჭირეს, თორემ მეორე დღეს დავანგრევდი ყველაფერსო

ირაკლი კობახიძე ბაჩიაშვილზე – როდესაც ადამიანს 11 წელი აქვს შეფარდებული და ოპერაციის საფუძველზე აკავებენ, ეს თავიდან ბოლომდე კანონიერია, თუ ეს მართლაც ასე მოხდა, შესაბამისი ორდენიც ეკუთვნით ოპერაციის ავტორებს