გიორგი ამილახვარი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაში მონაწილეობდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენცია, სახელწოდებით “როგორ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი” გახსნა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.
ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მინისტრმა საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობის კუთხით განათლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ამჟამად განათლების სისტემაში მიმდინარეობს ძირეული რეფორმები, რომლის მიზანია მოამზადოს ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი კვალიფიციური კადრები. კერძოდ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს განათლების ყველა საფეხურზე დაფინანსების მოდელის დახვეწაზე, მათ შორის პრიორიტეტული პროგრამების გადახედვასა და ტექნოლოგიების განვითარებაზე.
როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააუმჯობესებს განათლების მთლიან ეკოსისტემას საქართველოში.
სიტყვით გამოსვლისას გიორგი ამილახვარმა ხაზი ასევე გაუსვა პროფესიული განათლების განვითარების მნიშვნელობას და განაცხადა, რომ განათლების სექტორმა კარი მაქსიმალურად უნდა გაუხსნას ბიზნეს სექტორს, რაც კიდევ უფრო
მეტად შეუწყობს ხელს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ადამიანური კაპიტალის განვითარებას.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს მთავრობის წევრებმა და ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებმა“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.