გიორგი ამილახვარი – ვულოცავ ჩვენი გუნდის გამორჩეულ ლიდერს, ირაკლი კობახიძეს პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადებას და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას

ვულოცავ ჩვენი გუნდის გამორჩეულ ლიდერს, ირაკლი კობახიძეს პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადებას და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გიორგი ამილახვარი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ერთობლივი ძალისხმევით ბევრ მნიშვნელოვან ინიციატივას განახორციელებენ ქვეყნისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ.
„ჩემთვის დიდი პატივია მის კაბინეტში მუშაობა. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ბევრ მნიშვნელოვან ინიციატივას განვახორციელებთ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ.
მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის ხელმძღვანელობითაც საქართველომ არაერთ მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია. წარმატებები მინდა ვუსურვო მას ახალ ამპლუაში – მჯერა, ახალი პოზიციიდან კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ჩვენს გუნდს“, – წერს გიორგი ამილახვარი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა