გიორგი ამილახვარი ედინბურგში მიმდინარე უმაღლესი განათლების კონფერენციაში “Going Global 2023” მონაწილეობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძესთან ერთად, სამუშაო ვიზიტით შოტლანდიაში, ქალაქ ედინბურგში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მინისტრი ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით მიმდინარე უმაღლესი განათლების კონფერენციაში სახელწოდებით “Going Global 2023” მონაწილეობს, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის განათლების მინისტრები და ლიდერები უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ.
„უმაღლესი განათლების კონფერენცია დიდი ბრიტანეთის განათლების მინისტრმა ჯილიან კიგანმა გახსნა და მის ფარგლებში სხვადასხვა თემაზე პლენარული სესიები გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა გიორგი ამილახვარმა მიიღო.
ედინბურგში ვიზიტისას მინისტრი შეხვედრებს კოლეგა მინისტრებთან, სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორებთან და განათლების ლიდერებთან გამართავს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიას შევთავაზე, რადგან წარსულის კონფლიქტიდან მოვდივართ, ხომ არ ჯობია ჩვენ არ ვიყოთ სიაში და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი – შეიძლება ჩათვალა, რომ ეს იწვევდა მისი პოლიტიკიდან ჩამოშორებას, რაც ასე არ არის