გიორგი ამილახვარი გურიის რეგიონის სკოლების მასწავლებლებს შეხვდა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი გურიის რეგიონის სკოლების მასწავლებლებს შეხვდა. შეხვედრას, რომელიც ოზურგეთის დრამატულ თეატრში შედგა, 300–ზე მეტი პედაგოგი ესწრებოდა.
ამილახვარმა შეხვედრის მონაწილეებთან ზოგადი განათლების სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილა, სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე იმსჯელა და პედაგოგების პოზიციები მოისმინა სკოლებში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე.
სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო ისეთ თემებს, როგორებიცაა – მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, კარიერული წინსვლის ხელშეწყობა, მათი სახელფასო პოლიტიკის გაუმჯობესება და სხვა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და თითოეულ პედაგოგს საშუალება ჰქონდა მისთვის საინტერესო საკითხზე პირადად მინისტრისგან მიეღო სრულყოფილი ინფორმაცია.
“გიორგი ამილახვრის ინიციატივით, მასწავლებლებთან შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება, რათა პედაგოგთა წინაშე არსებულ პრობლემებზე მოხდეს დროული რეაგირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა”, – აცხადებენ სამინისტროში.

ასევე დაგაინტერესებთ

დათა გვასალია ლევან სანიკიძეს: ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული

ანამარია ქუთათელაძე: საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია სულ უფრო მეტად ემთხვევა საერთაშორისო მიდგომებს, რომლებიც ახალგაზრდების კეთილდღეობას განიხილავენ, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს